ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
13 ოქტომბერი, 2016


ვინ სტყუის, აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი თუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი?

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილმა სააკაშვილმა, რომელიც  საქართველოს პროკურატურის მიერ ძებნაში არის გამოცხადებული  სისხლის სამართლის დანაშაულებების ჩადენაში ბრალდებით, განაცხადა, რომ საქართველოში 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები საყოველთაოდ გაყალბებულია.


მისგან განსხვავებით, აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ აცხადებს, რომ არჩევნები კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში ჩატარდა.


იან კელის თქმით, მოსახლეობას ჰქონდა საშუალება თავისი არჩევანი გამოეხატა თავისუფლად, თუმცა იყო რამდენიმე უბანი, სადაც განხორციელდა ძალადობა და დაშინების მცდელობა.


ანუ, აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი აცხადებს, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მთლიანობაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ჩატარდა კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ამის საწინააღმდეგოდ აცხადებს, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საყოველთაოდ გაყალბებულია, ანუ მიხეილ სააკაშვილი ფაქტიურად ბრალს სდებს სიცრუეში აშშ-ს ელჩს საქართველოში იან კელის.

ვინ სტყუის, აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი თუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი?



კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა, საქართველო
13.10.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს