ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
16 ოქტომბერი, 2016


კახაბერ როდინაძე: ”მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ აზიელი!”

კახაბერ როდინაძე: ”მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ აზიელი!”



ჩემო ქართველო ხალხო,


„მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“
- ეს სიტყვები წარმოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,  სექსუალური უმცირესობების ღირებულებების აქტიურად დამცველმა, სექსუალური უმცირესობების, ანუ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმცირესობის ინტერესების გამომხატველმა ზურაბ ჟვანიამ,  ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის 1999 წლის 27 იანვრის სხდომაზე, ევროპაში, ბელგიაში, მდებარე ქალაქ სტრასბურგში.

„მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ აზიელი!“
- ეს სიტყვები წარმოთქვა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრმა, ტრადიციული  ღირებულებების აქტიურად დამცველმა, ტრადიციული  ღირებულებების მიმდევრების, ანუ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის  ინტერესების გამომხატველმა კახაბერ როდინაძემ, 2016  წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე, აზიაში, საქართველოში, მდებარე ქალაქ ბათუმში.




ჩემო ქართველო ხალხო,


სომალი არის სახელმწიფო აფრიკის კონტინენტზე.

1999 წლის 27 იანვრის მდგომარეობით, და დღეის, 2016 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობითაც, სომალი  იყო და დღესაც არის მსოფლიოს ერთ-ერთი უღატაკესი ქვეყანა, რომელშიც სამოქალაქო ომი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება, ცენტრალური ხელისუფლება პრაქტიკულად არ არსებობს, ყოველ სოფელში თუ ქალაქის უბანში ადგილობრივი შეიარაღებული ბანდები დათარეშობენ.

წარმოვიდგინოთ, რომ  აფრიკის კონტინენტზე მდებარე სომალი 1999 წლის 27 იანვრის მდგომარეობით  იყო მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფო.

რას იტყოდა გეოგრაფიულად აზიაში, ქალაქ თბილისში მცხოვრები ზურაბ ჟვანია?

იტყოდა, ”მე ვარ აფრიკელიო”?

თუ ჭკუა-გონება, პოლიტიკური ორიენტაცია, სხვა ორიენტაციებთან ერთად,  დაუშლიდა?

რას იტყოდა გეოგრაფიულად აზიაში, ქალაქ ბათუმში მცხოვრები კახაბერ როდინაძე?

რა თქმა უნდა, იტყოდა, „მე ვარ აზიელი“, ვინაიდან ვცხოვრობ აზიაში, და რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს მსოფლიოში ამ მომენტში ყველაზე ძლიერი, თუნდაც სომალი, თუნდაც მე თვითონ ვიზიარებდა სომალის მცხოვრებლების ყველაზე დემოკრატიულზე დემოკრატიულ პოლიტიკურ შეხედულებებს, მაინც, „მე აზიელი ვარ“, და არა აფრიკელი, ევროპელი, ამერიკელი, ავსტრალიელი ან ანტარქტიკელი.




ჩემო ქართველო ხალხო,


შეიძლება თუ არა საღად მოაზროვნე ადამიანმა განაცხადოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის აზიაში მდებარე ქალაქ თბილისში ცხოვრობს, მაინც, ის არის პარიზელი (პარიზი საფრანგეთის დედაქალაქია, მდებარეობს ევროპაში) ან მოგადიშოელი (მოგადიშო სომალის დედაქალაქია, მდებარეობს აფრიკაში), და არ არის აზიელი?

არა, საღად მოაზროვნე ადამიანმა არ შეიძლება განაცხადოს, რომ აზიაში მდებარე ქალაქ თბილისში მცხოვრები არის პარიზელი ან მოგადიშოელი, და არ არის აზიელი.

საღად მოაზროვნე ადამიანმა არ შეიძლება განაცხადოს, რომ აზიაში მდებარე ქალაქ თბილისში მცხოვრები არ არის აზიელი.

საღად მოაზროვნე ადამიანი იტყვის, რომ აზიაში მდებარე ქალაქ ბათუმის ან ქალაქ თბილისის  მცხოვრები არის აზიელი.

საღად მოაზროვნე ადამიანი იტყვის, რომ აზიაში მცხოვრები არის აზიელი, იმ შემთხვევაშიც, როცა აზიაში მცხოვრები ეს აზიელი რომელიმე სხვა კონტინენტზე (აფრიკაში, ევროპაში, ამერიკაში, ავსტრალიაში  ან ანტარქტიკაში) მდებარე სხვა სახელმწიფოს თუ სახელმწიფოების მცხოვრებლების პოლიტიკურ შეხედულებებს იზიარებს.



კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა, საქართველო, აზია
8.10.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები