ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2016


გამოვიგონებ

ახლა შენს ნახვას არა აქვს აზრი,
ეცვალათ ფერი სათქმელ სტრიქონებს.
გულში ჩავკალი უსაგნო ბრაზი,
რაღაც გასართობს გამოვიგონებ
და ასე გავძლებ, ვიდრე გაივლის
უფერულება სათქმელ ფრაზათა...
შემოდგომისფერ ქუჩებში ვივლი,
იქნებ შემომხვდე
მაინც,
ანაზდად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები