ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: საბავშვო
21 ოქტომბერი, 2016


ჩ ვ ი ლ თ ა თ ვ ი ს საგალობელი

ვარ, ნაწილი  მისი.
მაქვს,  ნაწილი  მისი,
ერთად, ტკბილ  დედასთან ,
შექმნილი ვარ ღვთისი.
მტკივა, ერთიანად, სული ჩემი  მიწის.
მეწვის, მისხალ  მისი,
მოგლეჯილი  გული.
ღმერთო, დამიბრუნე,  ჩემი  საზღვრის  პირი.
დამიმარცხე,  ყველა,
მტერი  სულით  მწირი.
შემირჩინე,  ოღონდ, საქართველო  ტკბილი.
ჩემი,  საოცარი,
ჩემი, თვალის  ჩინი.
ისე  მოსავლელი, ისე  მისახედი,
როგორც  ბნელში  შუქი.
როგორც, ბავშვი  ჩვილი.
სრულად  მოსალხენი, მზის  ამოსვლის, დარის,
ფრთენი, ცაში  ფრენის.
თვალ–სათუთი  წყვილი.
შემოქმედი  ქვეყნად, მეტყველების,  ენის.
მოყვრისად  და  მტრისად,
ერთობ  წვდილი  ხელი.
შავ  ზღვით  გაინელა,
ბევრჯერ  ცრემლი  ცხელი,
მისი  მოთმინება, არის  უფლის  ნება,
მეც, ეს  მაიმედებს
მისთვის,  მეც ეს  მშველის,
ღმერთმა  დაიფაროს,  ბინდისფერი  ქრება.
იყოს  უძლეველი,
იყოს  სრული,  მთელი.
მოიერთოს მტრისგან სისხიით  წარხოცილი,
ჩვენი  ყველა  ნატვრა,
ჩვენი  მძიმე  ხვედრი,
ჩვენზე უფლის  მადლი,  დის, ბედს მით  არ  ვყედრი
გარდმოსასვლელ  ჟამთა,
იყოს  ელვა,    ჩქერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები