ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2016


სიზმარი

ეს ვიწრო ქუჩა ნიავმაც კი აითვალწუნა,
უხმოდ იტანენ ერთმანეთის ცქერას კედლები,
აქ ვერსად ნახავ მზებიჭებს და ლამაზ ქალწულებს,
აქ ვერ მოისმენ დარდიანი დედის ვედრებას,
გათენებისას როდესაც მზე შემოანათებს
ნეკერჩხლის გამხმარ ტოტების ჩრდილს ასფალტზე მოფენს,
ჯოჯოხეთური სილამაზის მკვდარი ქალაქი,
მონატრებული აქლემების ვეება ფლოქვებს,
ახმაურდება კოღოებით,ბაღლინჯოებით,
და მერე წარღვნის მოლოდინში თვალებს მინაბავს,
აქ,ზოგჯერ ლანდებს უყვართ ხოლმე განმარტოება,
ლანდებს რომლებიც ამ  კედლებმა შემოინახა..
მომწონს,ეს ქუჩა, ნეკერჩხლები,სუნი ქაოსის,
ჩემთვის ზედმეტად ნაცნობია,ჰგავს ჩემს ბავშვობას,
ეკალი ყვავის დავიწყებულ სასაფლაოზე,
მოედნებზე კი უდღეურთა სისხლი არ შრება,
ეს სიზმარია,
ნეტავ მხოლოდ სიზმარი იყოს,
ეს წარსულია,
ამედევნა და ვერ ვიშორებ,
წყალმა წაიღოს,
წყალმა,წყალმა,წყალმა წაიღოს...
ჩვენთან არს ღმერთი,
ჩვენთან არს და უნდა გვიშველოს!












კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები