დაათოვდა იქით ბიებს, დაათოვდა ღია ჭურებს, (ფიქრი სოფლად მარბენინებს) ხეებს ფიფქით გაპრანჭულებს
გიშრის შავი მძივებივით ბოლოშავის გუნდი აზის. მე ვერ ვხედავ, წარმოდგენას ვცდილობ მხოლოდ სილამაზის.
და მეხება ყინვის ლოლო სულზე მსუსხავს,რა კაია. ფოთლის თავზე თეთრი თოვლი, ფოთლის ქვეშ კი კაკალია.
ხრავენ ჭერზე წრუწუნები რაც მარტამდე სახრავია. ოჰ,ეს ჩემი ,,წუწუნები,, გულს მიღრნიან რა ხანია.
შეუკეთებს ქეთო ბუხარს, დადგამს პიტნას ,აჩუხჩუხებს. დავურეკავ-წაიტირებს, ემდურება მარტო მუხლებს.
მებრალება ასი კომლი, ტანში რაღაც გამაჟრჟოლებს. იქნებ ტოტებს ამტვრევს თოვლი გაზაფხულზე დამყნილ ბჟოლებს.
დადის ერთი კაცი თოფით ჩვენ მდუმარე ეზოებში. გადაღლილი მარტო ყოფნით– მეზობლიდან მეობლებში.
გრძელ ტროტუარს მივუყვებით, სურდო არ გაგვნელებია. და ქოლგებში ვიყუჟებით, ჩვენ ხომ ქალაქელები ვართ.
ტანში გვამტვრევს, გვეხვევიან მედდები და ექიმები. და ვინ ჩემი ფეხები ვართ? –ბუხრის ნაცარქექიები!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. რა სასიამოვნოა დავტკბი და .... ბოლოს რა იყო ეს :)))))) რა სასიამოვნოა დავტკბი და .... ბოლოს რა იყო ეს :))))))
10. მიყვარს შენი ლექსები, სულზე "მომელეკვებიან"- ხოლმე.
მიყვარს შენი ლექსები, სულზე "მომელეკვებიან"- ხოლმე.
8. მშვენიერი პასტორალი, ვისიამოვნე, იმერულ სოფელშიც ვიმოგზაურე და ბოლოს მეც "ნაცარი ვქექე"... :) გაიხარე, გიო!!! მშვენიერი პასტორალი, ვისიამოვნე, იმერულ სოფელშიც ვიმოგზაურე და ბოლოს მეც "ნაცარი ვქექე"... :) გაიხარე, გიო!!!
7. კარგია, ბოლო ორი სტროფით ქალაქელებს მოინდურებთდა მგონი ზედმეტიცაა, მშვენიერი პეიზაჟია. კარგია, ბოლო ორი სტროფით ქალაქელებს მოინდურებთდა მგონი ზედმეტიცაა, მშვენიერი პეიზაჟია.
6. არ მომეწონა, მდარე და გქუგებარია არ მომეწონა, მდარე და გქუგებარია
5. მომეწონა, თბილი ლექსია, კარგადაც იკითხება. :)) ++ მომეწონა, თბილი ლექსია, კარგადაც იკითხება. :)) ++
4. როგორ მიყვარს ეს პასტორალები და მით უფრო- იმერულები :)
როგორ მიყვარს ეს პასტორალები და მით უფრო- იმერულები :)
3. ეჰ, მშვენიერი კომენტარი დავწერე და არ დაიდო... 5.
ეჰ, მშვენიერი კომენტარი დავწერე და არ დაიდო... 5.
2. კარგია, საასიამოვნო, საზამთრო ლექსია. კარგია, საასიამოვნო, საზამთრო ლექსია.
1. ფოთლის თავზე თეთრი თოვლი, ფოთლის ქვეშ კი კაკალია. - ახლა ეს მანახა და არაფერი მინდა, რა მაგარი კადრი მოიტანე.
დამყნილი მომხვდა გიო ცუდად.
ფოთლის თავზე თეთრი თოვლი, ფოთლის ქვეშ კი კაკალია. - ახლა ეს მანახა და არაფერი მინდა, რა მაგარი კადრი მოიტანე.
დამყნილი მომხვდა გიო ცუდად.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|