| ავტორი: ქეროლაინი ჟანრი: პოეზია 26 ოქტომბერი, 2016 |
როცა მე ჩემი ფიქრების სქელ საბანში გავეხვევი, რომელსაც სათაურად სამი ურთიერთშეწყობილი, ფიფქი ექნება, დავიწყებ ხატვას, თმის ღერებისგან შეკრულ ფუნჯებით. დავხატავ აბსურდულ პორტრეტებს, საღებავის დანაკლისებით. და ჩანახატის საწყისები ღმერთებს დაემსგავსება, ღმერთებს, რომლებიც მხოლოდ ჩემში ცოცხლობენ და ჩემით ცოცხლობენ. რომლებსაც ტუჩებთან და შუბლზე აქვთ ნაოჭები, ღმერთებს, რომლებიც არ არიან ეკლესიებში, ისინი ჩემი ბრმა თვალებიდან იყურებიან, ჩემი ყრუ ყურებით ისმენენ. ჩემს ღმერთებს ვარდის ზეთის სურნელი არ აქვს, და არც გასხივოსნება სჭირდებათ შესაცნობად, არყის სუნად ყარნან და ფსიქიატრიულის ბნელ ოთახებში დგანან. ჩემი ღმერთები დედაჩემის გაუჩენელი შვილებია, ცალმხრივი, არშემდგარი სიყვარულებია, გაყინული ტერფები და აკანკალებული ხელებია. ღმერთები შეთეთრებულ ბათქაშებზე არ იხატებიან, გახუნებულ ფურცლებზე ანდაც გამურულ კედლებზე მხოლოდ. ჩემი ღმერთები შვილებს მონატრებული მშობლებია საფლავის ქვებთან , ხანდაზმულთა ჯოხის კაკუნია ტროტუარებზე. ისინი ბავშვთა სახლის კართან იშვნენ იანვარის შვიდში და დილეგების სარკმელებამდე ამაღლდნენ. ჩემი ღმერთები არ ცხოვრობენ არც ოლიმპოზე,არც მაღლა ცაში, ისინი დაუსრულებელ ჩანახატებად გამოდიან. ჩემი ღმერთები ჩემში ცოცხლობენ, ჩემით ცოცხლობენ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მადლობა თაზო მადლობა თაზო
7. სხვანაირია და იმიტომ 5 სხვანაირია და იმიტომ 5
5. სხვებსაც წავიკითხავ ;) სხვებსაც წავიკითხავ ;)
4. მადლობა მუხა მადლობა მუხა
3. განსხვავებულად აზროვნებს ეს ავტორი. განსხვავებულად აზროვნებს ეს ავტორი.
2. გმადლობთ მირიან გმადლობთ მირიან
1. არის რაღაც გენიალური აქ. ბრავო. გილი ჩანს რაც მთავარია.
ახირდნენ ღმერთები. სულ ერთხელ ახირდნენ და იქმნა ადამი თავისი ეპოქით ახია იცოდეთ იცოდეთ ახია ერთხელაც სიკვდილი რომ აღარ გვეყოფა. არის რაღაც გენიალური აქ. ბრავო. გილი ჩანს რაც მთავარია.
ახირდნენ ღმერთები. სულ ერთხელ ახირდნენ და იქმნა ადამი თავისი ეპოქით ახია იცოდეთ იცოდეთ ახია ერთხელაც სიკვდილი რომ აღარ გვეყოფა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|