ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
28 ოქტომბერი, 2016


ისე, უბრალოდ

ვცდილობ, რომ შევხედო მარტივად
ყველაფერს, რაც გულში ცეცხლს აჩენს
და ზოგჯერ მგონია, კარტი ვარ,
სად ვგდივარ, ცხოვრება ვერც ამჩნევს.

ვცდილობ, რომ ცრემლები დავიშრო
და თავს მოვერიო ამჟამად,
სულის სიძლიერე გავიცნო
მზისთვის გამოვაღო ფანჯარა.

ღმერთო, რა იქნება, გახსენი
ჩემს წინ აღმართული კედელი
და თან ნუ მომაკლებ შენდობას,
თუ ვერც მადლობის თქმა შევძელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები