რითმის თავი არ მქონდა და არცა მაქვს, ტკივილმა შემაწუხა და ვიტყვი, წვერებცანცარა მამაომ დამპატიჟა თიკნის ხორცზე, პარასკევს საღამოს,სამუშაოს შემდეგ. მე მას სამუხრუჭე ხუნდები ვაჩუქე ჩემი უბადრუკი მაღაზიიდან. (დაღვინდა მონასტრის საფერავი და კიკინებს თიკანი) მე კი არ მჯერა ასეთი ჯიგრიანი მამაოების, როგორც ამ ლექსის-თეთრის თუ გამურულის- ან როგორც უწოდებენ პოეზიის მეტრები. ბოდიში კონვენციის ღმერთებო ,რომ რითმას ვაუპატიურებ. ჩემი მგოსანი მეგობრები არ განმიკითხავენ. როგორც გითხარით, თიკანზე დამპატიჟეს გარეჯში პარასკევს საღამოს, მე კი ვერ ჩავალ... არ მიყვარს მთვრალი მამაოების ყურება, მთვრალი კაცები იხდიან სვიტერებს და მერე ხელით აქნევენ ნათურის სიმაღლემდე. მთვრალი მამაოები იხდიან ანაფორებს და აჩენენ ტატუებს მკლავზე: ,,Cвобода - это рай,,. ხვალ ან ზეგ მე მაწყენს თიკნის ხორცი და საფერავი, ხვალ ან ზეგ მე შემრცხვება ჩემი შვილების, რომ ვიქეიფე გარეჯში დუდუკებზე, როგორც საზოგადო მოღვაწემ და სახალხო პოეტმა. ხვალ ან ზეგ მე შემრცხვება,რომ მომაცილეს სადარბაზომდე შავი Gx-470-ით.
უფალო,შეგვიწყალენ!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. არაფერი სჯობს.. საფერავს.. ციკანს.. და შავ ლექსუსს (მითუმეტეს თუ საჭესთან ღმრთის მსახურია) არაფერი სჯობს.. საფერავს.. ციკანს.. და შავ ლექსუსს (მითუმეტეს თუ საჭესთან ღმრთის მსახურია)
3. როგორც პოეტი,ისე დამპატიჟეს–როგორც აღნიშნეს!
არადა,იმნაიარი საფერავი მიდევს მაგიდის ქვეშ,სა წამსვლელი ვარ... როგორც პოეტი,ისე დამპატიჟეს–როგორც აღნიშნეს!
არადა,იმნაიარი საფერავი მიდევს მაგიდის ქვეშ,სა წამსვლელი ვარ...
2. როგორც საზოგადო მოღვაწე და პოეტი ასე დაგპატიჟეს თუ როგორც სამუხრუჭე ხუნდების შემწირველი? :)
გასაგები და მისაღებია ტექსტის პათოსი.
როგორც საზოგადო მოღვაწე და პოეტი ასე დაგპატიჟეს თუ როგორც სამუხრუჭე ხუნდების შემწირველი? :)
გასაგები და მისაღებია ტექსტის პათოსი.
1. თუ ვინმე წაიკითხავთ,დამავალებთ და თუ ლექციას არ წამიკითხავთ თემასთან დაკავშირებით-უფრო დიდათ დამავალებთ! თუ ვინმე წაიკითხავთ,დამავალებთ და თუ ლექციას არ წამიკითხავთ თემასთან დაკავშირებით-უფრო დიდათ დამავალებთ!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|