ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2009


სრულყოფა

/შეკვეთილი ჩანახატი  ერთი უცნობი მოქანდაკის თემაზე/

,,ხაზთა უარით’’? ... ჰო, გამახსენდა!
                    გადახაზული სივრცის თამაში...
შორეთს წრე ბრუნავს
                    და სწორ სამკუთხედს არ ჰყოფნის აზრი,
არ  ჩაიტია არც ოთხკუთხედი...
და მარმარილოს ნაკვეთი სვეტი,
მონაქროლი  ვერცხლის  ეტლით  ჩადგა შუაში!
ხაზთა ცახცახით...
                                  და მოძრაობა მზით სავსე ვაზის...
........ნატიფი მკერდით........
და ყველა აზრი,
და ყველა ხაზი
უცებ დადუმდა!

მობრძანდა ქალი -- ფორმით ნააზრი --- თავად სრულყოფა...

                                                                            12 მაისი. 1999წ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები