ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: საბავშვო
30 ოქტომბერი, 2016


ნ ი კ ო ლ ოზ ი და ქ რ ი ს ტ ი ნ ე

მინდა  გითხრათ:
რომ  მე  სახლში,
მყავს  პატარა  დაიკო,
ზღვისფერთვალებს  აფახულებს,
ლამის  გული  გამიყოს.
ხოდა  გუშინ,
თქვენ  არ  იცით,
ჩემმა  ქრისტიმ,
რა  მიყო.
სახლში  ჯიპი
დამეკარგა,  ვძებნე,
მაგრამ  არ  იყო.
მიველ,  ვკითხე:
დაო  ქრისტი,
ჯიპი  ხომ  არ  გინახავს?
გამიღიმა,  ხედავ, უკვე?
მეც  დაგჭირდი,  ძამიკო.
მერე  ჯიბეს  გამოსწია
და  ხელი  ღრმად  ჩაიყო.
მომაწოდა მანქანა  და
თან  ფოლორცი  დამიწყო.
ყოჩაღთ,
უკვე  ეხმარებით,
ერთურთს,  ამბობს  დედიკო.
გავიხედე,  თურმე  ჩუმად,
იღიმოდა მამიკოც.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები