ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
1 ნოემბერი, 2016


Александр Блок - Вхожу я в темные храмы

ალექსანდრე ბლოკი - როს ბნელ ტაძრებში წარმოვთქვამ ლოცვანს

როს ბნელ ტაძრებში წარმოვთქვამ ლოცვანს
ხატებთან მდგარი და ქედმდაბალი,
იქ ველოდები ლამაზ ბანოვანს
წითელ ლამპართა შუქის პარპალში.

შეყუჟულს მაღალ სვეტების ჩრდილში
ანაზდად მაკრთობს  ჭრიალი კარის,
თვალებში მიცქერს  სხივმფენი ნიმბით,
ოდენ ხატება მისი, სიზმარი.

შეჩვეული ვარ სტიქარს ამდაგვარს
მარადიული დიადი ქალის!
მიესწრაფვიან მაღლა ლავგარდანს
ღიმილი, ძილი, ზღაპარი, ლანდი.

გვიალერსებენ  სანთლები, წმინდავ!
ნეტარებას მგვრის შენი ნაკვთები,
არც სულთქმა მესმის შენი, არც სიტყვა,
თუმც მწამს, ძვირფასო, შენ მეზმანები!

1 ნოემბერი, 2016 წ.



Александр Блок - Вхожу я в темные храмы

Вхожу я в темные храмы,
Совершаю бедный обряд.
Там жду я Прекрасной Дамы
В мерцаньи красных лампад.

В тени у высокой колонны
Дрожу от скрипа дверей.
А в лицо мне глядит, озаренный,
Только образ, лишь сон о Ней.

О, я привык к этим ризам
Величавой Вечной Жены!
Высоко бегут по карнизам
Улыбки, сказки и сны.

О, Святая, как ласковы свечи,
Как отрадны Твои черты!
Мне не слышны ни вздохи, ни речи,
Но я верю: Милая - Ты.

25 октября 1902

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები