ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ვერ ვიტყვი,რომ მარგვლაში ბადალი არ ყავდა დემურიას.მეტიც,ბევრიც ჯობდა,მაგრამ, ალბათ, ერთადერთი იყო იმ სოფელში,ვისაც თხოვდი და თოხზე უარს არ გეტყოდა.უხაროდა-შენ ოღონდ თქვი და მეგეხმარებიო. ჰოდა,ბაბუა რომ ცუდად გახდა და ჩვენმა სიმინდმა ფერი დაკარგა უმორედობით,ჩავედით დემურიასთან.დემურიამაც- კი ბიძიაო,ხვალე დილითო,ადრე,გამთენიისასო,თქვენთანა ვარო. ბაბუას სიხარულით ვამცნეთ ეს ამბავი,გვეგონა გაეხარდებოდა.მან კი ერთი ამოიოხრა და გადაბრუნდა,იცვალა მხარი. დილით.სისხამზე,აყვირდა ვიღაც ჭიშკართან. შეგირცხვათ ნამუსიო- დედამ ამოგვძახა მე და ჩემ სახლიკაცს -კაცი თქვენ მოსახმარებლად ამოსულა და თქვენ ისევ წევხართო! წამოვხტით ფეხზე,ბაბუას რომ არ გაეგო,ფეხაკრებით გავედით ოთახიდან.გავიდეთ თოხები მხრებზე(დემურია თავისი ეჩოთი იყო) და დავუყევით თავქვე. კაი მოზრდილი ყანა იყო,გულისგახეთქვამდე დიდი და უსასრულო,ჩავუდექით ყელში და მივყევით. სად არ ვყოფილვართ ნადში,მორედზე,არ მახსოვს კაცი,ვისაც თოხი არ ეგინებინოს,მაგრამ დემურიას- არა! არაფრისდიდებით,თოხის ძვირს ვერ ათქმევინებდი.გავხედავდით წინ და ყანის სიგრძეს არაფერი აკლდებოდა,შემოგვიყვირებდა დემურია-რას უყურებთ,თავი ძირს დახარეთ და გავალთ ბოლოშიო. შუადღეს დედამ საგზალი მოგვიტანა: ლობიო,პრასი,პამიდორი, კიტრი და ღვინო.დემურიას დიდი ჭიქა,ჩვენ-პატარები.დემურიას თვალებში ცეცხლი აუგიზგიზდა,ერთი ჭიქა ჩაცალა და ჩაცხრა,მერე -მეორე,ცოტა წაეხემსა,მესამეზე კიდევ ,,ღმერთო გაგვიმარჯოსო,, თქვა და წამოგვყარა ფეხზე,დაღამებამდე უნდა მოვრჩეთო. დაღამებისას მოვრჩით. ავიღეთ თოხები და ავლასლასდით სახლში. დედა პურებს აცხობდა. დემურია გარეთ იდგა წყალთან და გამურულ კისერს იბანდა.თეთრი ხელსახოცი სარეცხ თოკზე გადაფინა დედამ და მიაწოდეთო,თვალებით გვანიშნა.ჩემმა ძმამ ხელში შეაჩეჩა დემურიას.მან კი იუარა,არა არ მინდაო,შეიძლება შეენანა კიდეც ისეთი თეთრი იყო თავისი შავი ხელებისთვის,შარვალზე შეიმშრალა და სახლში შემოგვყვა.დაჯდა სუფრასთან მორცხვად. -რას დალევ დემურია,არაყს თუ ღვინოს?-ჩავეკითხე. დემურიას ჩაეცინა,არ უპასუხნია.არ იყო მიჩვეული ასეთ კითხვებს,ყველაფერს სვამდა. მე ისევ ადესა ვარჩიე და დავუსხი. ბაბუაც გამოვიდა თავისი ოთახიდან.ეღიმებოდა ულვაშებში და დღემდე არ ვიცი,რას ნიშნავდა ის ღიმილი,იჯდა და არ ამბობდა არაფერს,ეწეოდა თუთუნს და იმჭვარტლებოდა კედლები. კაი ხანი ვსვამდით,დედა კი გვიშლიდა,მაგრამ ვსვამდით მაინც,სტუმარს მარტო ხომ არ შევატოვებდით სუფრას. ღამის ათი იყო საათი,ჭიშკართან აყვირდა ვიღაც. დედამ გახედა,ლილი იყო,დემურიას ოჯახობა.კიოდა,გამოაგდეთ, მა სასიკვტილეო. წამოდგა დემურია, ,,დაშლა არ მოშლის,, გადაკრა უცბად და გაიპარა კარში. ჩვენ დემურიას მადლობა გადავუხადეთ.დემურია არაფერს ამბობდა,მადლობის ნიშნად ორივე ხელი მაღლა ქონდა აწეული,თითქოს ღმერთს გადაგვაბარა. რამდენიმე წუთი ისევ ისმოდა ხმები ყვირილის,ოღონდ მონაცვლეობით: -შე სასიკვტილეეე... -შენი დედაც მოვტყან. -შენ ყანას ვინ გათოხნის? -შენი დედაც მოვტყან!
ვინ იფირებდა დემურას თუ გინება შეეძლო. ის დღე იყო და აღარ დაგვიძახნია მისთვის. ბაბუაც დაგვეღუპა. ყანებიც წავიდნენ მინდვრად.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მიყვარს ასეთი ,,უბრალო,,ნაწერი,ბევრი სითბოებით და სინამდვილით 5 მიყვარს ასეთი ,,უბრალო,,ნაწერი,ბევრი სითბოებით და სინამდვილით 5
8. კარგია
უბრალო, ცხოვრებისეული... ადამიანური ადამიანების ადამიანობის დანახვა და მათი მოგონება
5 კარგია
უბრალო, ცხოვრებისეული... ადამიანური ადამიანების ადამიანობის დანახვა და მათი მოგონება
5
7. პირველად რომ გამოაქვეყნე, მაშინ წავიკითხე ეს და კომენტარი ვეღარ მოვასწარი/მოვახერხე.
კარგი მოთხრობაა. ფინალი კი, პოეზიაა.
პირველად რომ გამოაქვეყნე, მაშინ წავიკითხე ეს და კომენტარი ვეღარ მოვასწარი/მოვახერხე.
კარგი მოთხრობაა. ფინალი კი, პოეზიაა.
6. როგორი იმერული ჩარაკრაკებაა. ეს რა დასასრული იყო, გული ამიჩუყდა. კიდევ დაწერე იცოდე! როგორი იმერული ჩარაკრაკებაა. ეს რა დასასრული იყო, გული ამიჩუყდა. კიდევ დაწერე იცოდე!
4. 3 :)
ხომ მიხვდით ,საბოლოოდ.
ყველაფერს ახსნას ვერ დაუწერ,მაშინ ნარკვევის ტიპის ნაწერი გამოვა.
მე ალბათ კახელის ,,კუთხურს,,ვერ გავიგებ. მაგრამ როცა ვწერ ვიწრო კუთხური არეალით,ეს თხრობა მისაღებია.
ისიც მახსოვს,ერთხელ სოფელში ერთმა მეზობელმა მკითხა,შენი სახლიკაცი რავა არიო,მეც ვუპასუხე: მადლობა,კარგად-მეთქი. მთელი აღმართი(სახლამდე ) ვფიქრობდი რა იყო ეს ,,სახლიკაცი,,. ,თურმე ჩემს ძმაზე მკითხა.
3 :)
ხომ მიხვდით ,საბოლოოდ.
ყველაფერს ახსნას ვერ დაუწერ,მაშინ ნარკვევის ტიპის ნაწერი გამოვა.
მე ალბათ კახელის ,,კუთხურს,,ვერ გავიგებ. მაგრამ როცა ვწერ ვიწრო კუთხური არეალით,ეს თხრობა მისაღებია.
ისიც მახსოვს,ერთხელ სოფელში ერთმა მეზობელმა მკითხა,შენი სახლიკაცი რავა არიო,მეც ვუპასუხე: მადლობა,კარგად-მეთქი. მთელი აღმართი(სახლამდე ) ვფიქრობდი რა იყო ეს ,,სახლიკაცი,,. ,თურმე ჩემს ძმაზე მკითხა.
3. მადლობა , გიო ზედვაკელო :)
ნამდვილად არ იყო გასაქრობი.
მიყვარს ასე უბრალოდ მოთხრობილი მართალი ამბები.
" ერთადერთი იყო იმ სოფელში,ვისაც თხოვდი და თოხზე უარს არ გეტყოდა."- აქ მეგონა, რომ თოხი გინდოდათ გენათხოვრებინათ დემურიასგან, მე, იმერელს გამიჭირდა მიხვედრა და...
მადლობა , გიო ზედვაკელო :)
ნამდვილად არ იყო გასაქრობი.
მიყვარს ასე უბრალოდ მოთხრობილი მართალი ამბები.
" ერთადერთი იყო იმ სოფელში,ვისაც თხოვდი და თოხზე უარს არ გეტყოდა."- აქ მეგონა, რომ თოხი გინდოდათ გენათხოვრებინათ დემურიასგან, მე, იმერელს გამიჭირდა მიხვედრა და...
2. ბოლო წინადადება მთლად შედევრია.
ნამდვილად კარგი იყო. 5.
ბოლო წინადადება მთლად შედევრია.
ნამდვილად კარგი იყო. 5.
1. jonatan livingstoni
თქვენს გამო ისევ დავაბრუნე:)
მადლობა. jonatan livingstoni
თქვენს გამო ისევ დავაბრუნე:)
მადლობა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|