ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
4 ნოემბერი, 2016


Александр Сергеевич Пушкин - Я вас любил...

ალექსანდრე პუშკინი - მე თქვენ მიყვარდით: მიყვარდით მძაფრად

მე თქვენ მიყვარდით: მიყვარდით მძაფრად,
ეგებ არ ჩაქრა ტრფიალი სრულად,
დე მიერითგან  ის ნუ დაგზაფრავთ,
არ მსურს მიეცეთ ჩემ გამო ურვას.

მე თქვენ მიყვარდით  უსასოდ, მალვით,
ეჭვი და კრძალვა მასობდნენ ლახვარს,
ისე წრფელად და ნაზად მიყვარდით,
ღმერთს ვთხოვ უყვარდეთ  ესოდენ სხვასაც.

4 ნოემბერი, ყაზანის ღვთისმშობლობა, 2016 წ.



Александр Сергеевич Пушкин - Я вас любил...

Я вас любил: любовь еще, быть может,
В душе моей угасла не совсем;
Но пусть она вас больше не тревожит;
Я не хочу печалить вас ничем.

Я вас любил безмолвно, безнадежно,
То робостью, то ревностью томим;
Я вас любил так искренно, так нежно,
Как дай вам бог любимой быть другим.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები