ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2016


ბ ე დ ი ს ჩერო

შეიჭირხლა, 
შენზე  ბოლო  მოგონებაც,
ბინდმა ხელი  შემოხვია  როგორც  იქნა
და  პირუკუ  გააყოლა  თბილ  მდინარეს.
ღამის  ფარდა  საბოლოოდ  გადაფინა
მათზე  დილამ  და  მდუმარედ  გაიზმორა.
მზემ,  სხივები  მიაფინა  გრძნობის  პირმზითს,
თბილ  ხელებით  საღამომდე მისდგა,  ლიქნა.
იის  კვირტებს  მარგალიტი  ამკობინა
და  სასთუმლად  იმედები  ჩაუფლირტა.
მოსჭამს,
როცა  ზამთრის  სუსხი თავის  დრო–ჯამს,
მზე  იმავწამს  ამაისებს ბედის  ჩეროს.

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები