ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2016


ეს დღეც

ეს დღეც მოვიხსენი მხრებიდან,
ჯანღი - ქუთუთოებიდან.
ეჭვი დავიფერთხე გულიდან,
წუთები დავყავი რთულიდან
მარტივად
და ასე გავყევი
შვების დამრეც, ნეტარ დაღმართებს,
საღამო მუდმივად მიყვავებს,
საერთოდ,
მწუხრის ჟამს ვაღმერთებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები