ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღვისპირელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 ნოემბერი, 2016


......

ეზოში უფოთლოდ დარჩენილი ხურმის ხე,წითელპომადიან,ლამაზ ქალს რომ ჰგავს,ოდნავ შეპარული ნაოჭებით.
გაუსხლავი ვენახი,თავისუფლებანანახი კაცივით,საითაც უნდა,იქეთ რომ წასულა და ზოგან ატამს მოხვევია და ზოგან ტყემლის კენწერომდე აუღწევია.
რკინის მესერი,იმ ცელქი ბიჭის მოლოდინში,ფუნჯებით და საღებავით...მგონი ტომი ჰქვია..ჰო.
ზაფხულში გაბმული ჰამაკი,საღამოობით პლედმოხვეული რომ ჩაჯდები და არაფერზე იფიქრებ.
ნოემბრის თბილი დღეები და სუსხიანი ღამეები.
ძველი ღუმელი და იქვე უწესრიგოდ მიყრილი შეშა.
საღამოები პიტნისსუნიანი, ცხელი ჩაით.
სადღაც შორს, მეზობლის ძაღლის ყეფა და შეშის ტკაცუნის ხმა ოთახში.
ღუმელზე შემოდებული ჩაიდნიდან ამოსული ორთქლი.
ახალგამომცხვარი პურის სუნი.
მამის ახალგაზრდობის დროინდელი,ფირფიტებიანი რადიოლა...და დრო..
დრო,რომელიც აღარ გრჩება მელანქოლიისთვის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები