მიყვარდა გოგო -გაზაფხული და ვწერდი ლექსებს, ზოგი მოწონდათ, იშვიათად-ზოგს ქონდა წუნი. მე ,რა თქმა უნდა ,არ ვუსმენდი მავანის წუწუნს. ვწერდი,ასმაგი შემართებით და მაინც ბოლოს, ასი უძილო ღამის შემდეგ შევირთე ცოლი. ..................................................................... სად წამეყვანა გაზაფხული,როცა ზამთარი იდგა კარებთან და ქარები ძრწოდნენ ქალაქში? ვადებდი აგურს აგურზე და გითხრათ მართალი, არ იყო მძიმე.(ახალგაზრდაც ვიყავ თან მაშინ). ............................................................................. ცხოვრება ისე მიდიოდა,როგორც თამაში: ზოგჯერ გწყდებოდა გული მაგრად ,მაგრამ იმწამსვე ახლდა ღიმილი გულისწყვეტას და ქარიშხალში ჩვენ ავაშენეთ ერთად სახლი დედამიწაზე! ................................................................................ ერთი წლის შემდეგ შეგვეძინა გოგო,მადლობა, უფალო დიდი წყალობისთვის,მახსოვს ღელვა და... ხეებიც დავრგეთ,ეზოს ბოლოს ,სახლის მახლობლად, რომლებიც მერე გაზაფხულმა შეაფერადა. .................................................................................. ლექსებს აღარ ვწერ,არ გამოდის,წერდე პოეტი უტკივილებოთ.ღმერთმა სევდას გამომარიდა. ყოველ საღამოს კარს შევაღებ: ,,მამა,მოვედი,, და საგუნდაოთ გადავრბივართ ისევ კარიდან!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. კარგი ლექსია.
კარგი ლექსია.
9. "სად წამეყვანა გაზაფხული..." - გაზაფხულიც, ზამტარიც, დარგული ხეც, აშენებული სახლიც და კარგი ქართული ოჯახიც აქ მოგიყვანიათ, ამ ლექსში... მიყვარს თქვენი ადამიანური სითბოთი სავსე პოეზია!!! <3 "სად წამეყვანა გაზაფხული..." - გაზაფხულიც, ზამტარიც, დარგული ხეც, აშენებული სახლიც და კარგი ქართული ოჯახიც აქ მოგიყვანიათ, ამ ლექსში... მიყვარს თქვენი ადამიანური სითბოთი სავსე პოეზია!!! <3
7. ჯონათანი "ასიანია" :)
ჯონათანი "ასიანია" :)
6. ბოლო. რამაგარია..
ბოლო. რამაგარია..
5. სად წამეყვანა გაზაფხული,როცა ზამთარი იდგა კარებთან და ქარები ძრწოდნენ ქალაქში?
სად წამეყვანა გაზაფხული,როცა ზამთარი იდგა კარებთან და ქარები ძრწოდნენ ქალაქში?
4. ყოველ საღამოს კარს შევაღებ: ,,მამა,მოვედი,, და საგუნდაოთ გადავრბივართ ისევ კარიდან!
რა ტკბილი და მამა-შვილის სითბო დევს ლექსში.
ყოველ საღამოს კარს შევაღებ: ,,მამა,მოვედი,, და საგუნდაოთ გადავრბივართ ისევ კარიდან!
რა ტკბილი და მამა-შვილის სითბო დევს ლექსში.
3. ასი უძილო ღამე ცოტაა :)
ცარიელი სევდა ( თუ სევდაცარიელი) პოეტები რომ წერენ, იმაზე ბევრად უკეთესი ლექსია ეს უსევდო, ბევრად.
არცკი შევადარებ.
ასი უძილო ღამე ცოტაა :)
ცარიელი სევდა ( თუ სევდაცარიელი) პოეტები რომ წერენ, იმაზე ბევრად უკეთესი ლექსია ეს უსევდო, ბევრად.
არცკი შევადარებ.
2. ბოლო სტროფი :)) ბოლო სტროფი :))
1. ჩემი აზრით, საოცრად ლამაზი ლექსია. პოეზიაში მატერიალიზებული სული, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ++ ჩემი აზრით, საოცრად ლამაზი ლექსია. პოეზიაში მატერიალიზებული სული, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|