ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
10 ნოემბერი, 2016


როგორ აღმოჩნდა სოჭი რუსეთის შემადგენლობაში, ანუ რის საფუძველზე ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი: ”საქართველომ რუსეთს სოჭის უკან დაბრუნება უნდა მოსთხოვოს!”

როგორ აღმოჩნდა სოჭი რუსეთის შემადგენლობაში, ანუ რის საფუძველზე ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი: ”საქართველომ რუსეთს სოჭის უკან დაბრუნება უნდა მოსთხოვოს!”

(ადვოკატი კახაბერ როდინაძე: „მე ვფიქრობ, რომ საქართველოსია ყველა მიწა, რაც კი არსებობს მსოფლიოში, დასავლეთით - ატლანტიკის ოკეანემდე, აღმოსავლეთით - წყნარ ოკეანემდე, ჩრდილოეთით - ყინულოვან ოკეანემდე, სამხრეთით - ინდოეთის ოკეანემდე, თქვენ? რატომ  ფიქრობთ, რომ საქართველოსია მიწები მხოლოდ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე? რატომ ზღვიდან ზღვამდე, და არა ოკეანიდან ოკეანამდე? მე უფრო დიდი პატრიოტი ვარ.  საქართველო ოკეანიდან ოკეანემდე! მე იმის მომხრე ვარ, რომ საქართველოს შემადგენლობაში შევიდეს ყველა მიწა, რაც კი არსებობს მსოფლიოში, დასავლეთით - ატლანტიკის ოკეანემდე, აღმოსავლეთით - წყნარ ოკეანემდე,  ჩრდილოეთით - ყინულოვან ოკეანემდე, სამხრეთით  - ინდოეთის ოკეანემდე. რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით, თქვენ?“)


ჯერ მცირე ბიოგრაფიული ცნობები სალომე ზურაბიშვილის შესახებ:

სალომე ზურაბიშვილი დაიბადა 1952 წელს პარიზში, ქართული პოლიტიკური ემიგრანტების ოჯახში, რომლებიც იძულებულები იყვნენ საქართველი 1921 წელს დაეტოვებინათ.

1974 წლიდან მუშაობს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში. 1974-1977 წლებში იტალიაში საფრანგეთის საფრანგეთის საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივანის თანამდებობაზე. 1977-1980 წლებში მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ნიუ-იორკში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისია, მეორე მდივნის თანამდებობაზე. 1980-1984 წლებში მუშაობდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრში.1984-1988 წლებში მუშაობდა ვაშინგტონში საფრანგეთის საელჩოს პირველ მდივნად. 1988-1989  წლებში მუშაობდა ვენაში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის  პირველ მდივნად. 1989-1992 წლებში მუშაობდა ჩადში საფრანგეთის საელჩოს მეორე მრჩეველად. 1992-1993 წლებში მუშაობდა ბრიუსელში ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის პირველ მდივნად. 1993-1996 წლებში მუშაობდა  ბრიუსელში დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენლობაში  წარმომადგენლის მოადგილედ. 1996-1998 წლებში მუშაობდა პარიზში საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველად. 1997-1998 წლებში მუშაობდა  პარიზში საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციში. 1998-2001 წლებში მუშაობდა პარიზში საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროებისა და განათლების სამმართველოში. 2001-2003 წლებში მუშაობდა  პარიზში, ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო და სტრატეგიულ საკითხთა ხელმძღვანელად.

2003 წელს სალომე ზურაბიშვილი დანიშნეს  საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში.

2004 წლის მარტის თვეში ახლადარჩეულმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც 2003 წლის ნოემბრის თვეში თანამონაწილეებთან ერთად ამბოხება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე  მუხლის მე-2 ნაწილით, ”შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად”), ე.წ. ”რევოლუცია”, მოაწყო არსებული საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ, სალომე ზურაბიშვილი დანიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად.

მიხეილ სააკაშვილმა ამ დანიშვნის შესახებ ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს ჟაკ ჟირაკს, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ”საქართველოს ასეთი კლასის დიპლომატი არასდროს ჰყოლია”.

თვითონ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაუყოვნებლივ დასთანხმდა შემოთავაზებულ წინადადებას და რომ ბავშვობიდანვე ოცნებობდა საქართველოს დიპლომატიური სამსახურის ხელმძთვანელის თანამდებობაზე.

რამოდენიმე ხნის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც, როგორც სჩანს, უკეთესად გაერკვა, თუ სად მოხვდა, ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ს პირდაპირ ეთერში ბრალი დასდო ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და პიროვნულად საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს ”კლანური დიქტატურის” დამყარებაში.

აღსანიშნავია, რომ ამ სატელევიზიო გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა თავისი ოპონენტები მოიხსენია სიტყვით ”ქაჯები”.

პასუხად საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ სალომე ზურაბიშვილი დაადანაშაულა არაკომპეტენტურობაში.

2005 წლის 20 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი განთავისუფლებული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა 2004 წლის მარტის თვიდან 2005 წლის 20 ოქტომბრამდე, ანუ დაახლოებით წელიწადნახევარი.



ახლა კი მივმართოთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს,


ქალბატონო სალომე,

თქვენ 2013 წელს ბრძანეთ, რომ:
”სანამ რუსეთს და საქართველოს შორის არ დადგინდა ახალი საზღვრები ორივე სახელწიფოს შეთანხმებით, საერთაშორისო სამართლის თანახმად ორ სახელმწიფოთა შორის ბოლოს აღიარებული საზღვრები რჩება ძალაში, ანუ ის რაც 1920 წლის ტრაქტატით იქნა აღიარებული. იმ დროისთვის სოჭი საქართველოს საზღვრებში შედიოდა და დღესაც ეს იურიდიულად ძალაში რჩება... (რაც სხვათაშორის სერგეი ლავროვს ჩვენ 2005 წელს მოლაპარაკებების დროს შევახსენე რათა ბაზებზე მოლაპარაკების დასრულების შემდეგ საზღვრების საკითხზე მოლაპარაკების აუცილებლობაში დამერწმუნებინა იგი...)”.



ქალბატონო სალომე,

უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ ჩემი აზრით, საქართველოსია ყველა მიწა, რაც კი არსებობს მსოფლიოში, დასავლეთით - ატლანტიკის ოკეანემდე, აღმოსავლეთით - წყნარ ოკეანემდე, ჩრდილოეთით - ყინულოვან ოკეანემდე, სამხრეთით - ინდოეთის ოკეანემდე, თქვენ? რატომ  ფიქრობთ, რომ საქართველოსია მიწები მხოლოდ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე? რატომ ზღვიდან ზღვამდე, და არა ოკეანიდან ოკეანამდე? მე უფრო დიდი პატრიოტი ვარ.  საქართველო ოკეანიდან ოკეანემდე! მე იმის მომხრე ვარ, რომ საქართველოს შემადგენლობაში შევიდეს ყველა მიწა, რაც კი არსებობს მსოფლიოში, დასავლეთით - ატლანტიკის ოკეანემდე, აღმოსავლეთით - წყნარ ოკეანემდე,  ჩრდილოეთით - ყინულოვან ოკეანემდე, სამხრეთით  - ინდოეთის ოკეანემდე. რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით, თქვენ?

რაც შეეხება თქვენს 2013 წლის განცხადებას, რომ 1920 წლის ”ტრაქტატით” (ალბათ 1920 წლის 7 მაისს დადებული რუსეთ-საქართველოს  ხელშეკრულება გაქვთ მხედველობაში) იქნა აღიარებული, რომ სოჭი საქართველოს საზღვრებში შედიოდა და დღესაც ეს იურიდიულად ძალაში რჩება, გპასუხოთ შემდეგს:


პირველი,

მთელი 1991 წლის განმავლობაში, როცა ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში იყო, საქართველოს რესპუბლიკისთვის  მოქმედებდა 1978 წლის საქართველოს სსრ კონსტიტუცია, იმ საზღვრებით, რომლებიც 1991 წლისთვის არსებობდა, შევნიშნავ, რომ ეს საზღვრები ემთხვეოდა 1920 წლის 7 მაისს დადებულ რუსეთ-საქართველოს  ხელშეკრულებით დადგენილ საზღვრებს.


მეორე,

1992 წლის 21 თებერვალს საქართველოს დროებითმა სამხედრო საბჭომ, რომელმაც 1992 წლის 2 იანვარს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების საშუალებით დაამხო, მიიღო დეკლარაცია  1921 წლის  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის პრიორიტეტის შესახებ და საქართველოს რესპუბლიკის გადასვლის შესახებ 1921 წლის  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაზე.


მესამე,

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მიღებულია 1921 წელს,



მეოთხე,

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებამდე 1 (ერთი) წლით ადრე, 1920 წლის 7 მაისს დაიდო რუსეთ-საქართველოს  ხელშეკრულება, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ საზღვარი გადის შავი ზღვიდან მდინარე ფსოუს გასწვრივ ახახჩის მთამდე, შემდეგ აღმოსავლეთით.

1920 წლის 7 მაისს დადებულ რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებაში საერთოდ არ არის ნახსენები სოჭი.

თუ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ 1920 წლის 7 მაისს დადებულ რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებაში ნახსენები არის სოჭი, მით უმეტესს, თუ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ამ ხელშეკრულებით სოჭი საქართველოს საზღვრებშია აღიარებული, მაშინ მიუთითოს, სად, რომელ მუხლში არის ეს დადგენილი.



ქალბატონო სალომე,

ორ სახელმწიფოთა შორის ბოლოს, 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებით, აღიარებული საზღვრები არის  შავი ზღიდან მდინარე ფსოუს გასწვრივ ახახჩის მთამდე, შემდეგ აღმოსავლეთით.

თქვენ რომელ სოჭზე საუბრობთ?

მდინარე ფსოუს სამხრეთით არსებობს სხვა სოჭი?

თქვენ მდინარე ფსოუს ჩრდილოეთით არსებულ სოჭზე საუბრობთ?

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ორ სახელმწიფოთა შორის ბოლოს, 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებით, აღიარებული საზღვრები არის  შავი ზღიდან მდინარე ფსოუს გასწვრივ ახახჩის მთამდე, შემდეგ აღმოსავლეთით.



ქალბატონო სალომე,

თქვენ ძალაზე ხართ?

მაშინ  როცა სოჭი 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებით რუსეთის შემადგენლობაში შედის, როგორ, რის საფუძველზე ამბობთ, რომ სოჭი იურიდიულად საქართველოს შემადგენლობაში შედის, და რუსეთისგან მოითხოვთ სოჭის დაბრუნებას საქართველოს შემადგენლობაში.


თქვენ რისკენ მოუწოდებთ, მორიგი ომისკენ?


ომისკენ, რომლის შედეგები აშკარაა, იმის მხედველობაში მიღებით, რომ საქართველოსა და რუსეთის  სამხედრო პოტენციალებს შორის გამანადგურებელი განსხვავებაა.

თქვენ ნაპოლეონის დიდება არ გაძლევთ მოსვენებას?

იმ ნაპოლეონის, რომელიც რუსეთში 1812 წელს  ”პირველი ევროკავშირის” ნახევარმილიონიანი არმიით შემოვიდა, ხოლო რუსეთიდან გაიქცა ყოფილი არმიის 25-ათასიანი ნარჩენებით?

თუნდაც 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომი გაიხსენეთ, როცა რუსეთის არმიამ რამდენიმე საათში გაანადგურა ამერიკის შეერთებული შტატების ინსტრუქტორების მიერ მომზადებული და უახლესი ამერიკული იარაღით შეიარაღებული ქართული არმია, ხოლო 5 დღის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო სრული კრახის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.


ქალბატონო სალომე,

თქვენ ბრძანდებით როგორც  საფრანგეთის მოქალაქე, ისე საქართველოს მოქალაქეც, თქვენ მუშაობდით საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში, მათ შორის იყავით საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, თქვენ მუშაობდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში, იყავით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.



თქვენ რა თამაშებს თამაშობთ?

თქვენ საქართველოს სახელით აყენებთ ტერიტორიულ პრეტენზიებს რუსეთის მიმართ, მაშინ როცა წინასწარვე იცით, რომ ეს ტერიტორიული პრეტენზიები სამართლებრივი თვალსაზრისით უსაფუძვლოა, ხოლო სამხედრო თვალსაზრისით საქართველოს არც ერთი შანსი არა აქვს, რომ სოჭი საქართველოს შემადგენლობაში შეიყვანოს.

თქვენ რატომ შეგყავთ ქართველი ხალხი შეცდომაში?

და რა არის აღსანიშნავი. თქვენ საფრანგეთის სახელით არ აყენებთ ტერიტორიულ პრეტენზიებს რუსეთის მიმართ, პრეტენზიები არ არსებობს? არც გერმანიასთან არსებობს პრეტენზიები? არსებობს? რატომღა სდუმხართ?

თქვენ რომელი სახელმწიფოს ინტერესებს გამოხატავთ, საფრანგეთის თუ საქართველოს?

თქვენ რა მიზანი გაქვთ, რომ საქართველომ ეომოს რუსეთს და დამარცხდეს ამ ომში, შესაბამისად, რუსეთი ომის შედეგად დასუსტდეს, ამ დროს კი საფრანგეთი გამდიდრდეს საქართველოსთვის იარაღის გაყიდვის ხარჯზე, რითაც საფრანგეთი გაძლიერდება თავისი პოტენციური მოწინააღმდეგის რუსეთის დასუსტების ხარჯზე, იმისთვის რომ შემდეგ საფრანგეთმა თავის მოკავშირეებთან ერთად დაშალოს რუსეთი და მიითვისოს რუსეთის სიმდიდრეები მარიონეტული ლიბერალური მთავრობების ან პირდაპირი ოკუპაციის გზით?

მაგრამ ეს საგრანგეთის ინტერესია, საქართველოს ინტერესი სად არის? საქართველოს სრულ განადგურებაში? თქვენ რისკენ მოუწოდებთ საქართველოს?

------
კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
10.11.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები