ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2016


* * * )*(

ზოგს მონობა შეუძლია
მათ თავს მე ვერ ვადრი,
ჩემს სულს ორი სხეული აქვს
საქართველოს ჩათვლით.
მაგ თმებივით ხვეულია
გზები - მოვალ როდის,
ჩემს სულს ორი სხეული აქვს
შევაერთოთ მოდი.
გული, გული შვეულია
ნუ გასკდებით გულზე,
ჩემს სულს ორი სხეული აქვს
ოჯახი და ფუძე.
ყველას გზები ეულია
მორჩა ნუღარ ვდაობთ,
ჩემს სულს ორი სხეული აქვს
ჰერეთი და ტაო.
მომავალი წყეულია
მე წარსულში ვრჩები,
ჩემს სულს ორი სხეული აქვს
თან ორივე ჩემი.
ლექსებს გვერდსაც შეუვლიან
დღეს, მამულზე რისხვით,
ჩემს სულს ორი სხეული აქვს
პოეზია - სისხლი.
ფსკერზე მიაქვს წყეულ ნიავს
ტაშია თუ ვაშა,
ჩემს სულს ორი სხეული აქვს
ტერენტი და ვაჟა.
სხვას მონობა შეუძლია
ერთია... და ჩადრის?!
ჩემს სულს ორი სხეული აქვს
საქართველოს ჩათვლით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები