ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
15 ნოემბერი, 2016


მოწოდება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მაგინებელ საქართველოს საჯარო მოხელეებს!

მოწოდება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მაგინებელ საქართველოს საჯარო მოხელეებს!



აუცილებელია საქართველოს საჯარო სამსახურიდან წავიდნენ, რა თქმა უნდა, საკუთარი განცხადების საფუძველზე, ის  საჯარო მოხელეები, რომლებიც 2016 წლის 8 ნოემბრის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში საჯაროდ, მათ შორის სოციალურ ქსელებში,  დონალდ ტრამპს ლანძღავდნენ და აგინებდნენ.

დონალდ ტრამპის მაგინებლების საქართველოს საჯარო სამსახურიდან წასვლის აუცილებლობა იმით არის გამოწვეული,  რომ აშშ არის საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე, ხოლო სტრატეგიულ მოკავშირესთან კარგი ურთიერთობების ქონა არის საჭირო.

თუ ტრამპის მაგინებლები საკუთარი ნებით არ წავლენ, არსებობს შტატების შემცირების ინსტიტუტი. ეს უკვე საქართველოს ხელისუფლების საყურადღებოდ.

საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე რამდენიმე უსაქმური საჯარო მოხელის ბედი, რომლებიც მუშაობის  მაგივრად სამუშაო საათებში სოციალურ ქსელებში აშშ-ის პრეზიდენტის  დონალდ ტრამპის გინებით იყვნენ დაკავებულები.
ტრამპი არის თითქმის ერთადერთი ნორმალური ადამიანი აშშ-ის პოლიტიკოსებს შორის.

ყოჩაღ ტრაპს. სწორია ტრამპი, ამიტომ აირჩია ბრძენმა ამერიკელმა ხალხმა ტრამპი.

აბა, ლიბერალებო, დაუწყეთ ახლა ბრძენ ამერიკელ ხალხს ლანძღვა-გინება და ”ბრბოდ” მოხსენიება, ტრამპი რატომ აირჩიეთო.

მაგრამ, ლიბერალებო,  არ დაგავიწყდეთ, რომ ახლა უკვე ტრამპი აკონტროლებს იმ ღილაკს, საიდანაც მთელი მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს,  უკუღმართებს  საკვებ-საჭმელი მიეწოდებოდა მათი უკუღმართი  იდეების პროპაგანდის, ოჯახის და სახელმწიფოს ნგრევისთვის.

ფეისბუკში 2016 წლის 23 ოქტომბერს, ანუ 2016 წლის 8 ნოემბრის არჩევნებამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე გამოვაქვეყნე გამოკითხვა, რომელშიც დავწერე, რომ ჩემი აზრით ტრამპი გაიმარჯვებდა, და ვთხოვე გამოკითხვის მონაწილეებს ეთქვათ, თუ ვისი გამარჯვება უნდოდათ.

გამოკითხულთა შორის ერთადერთი მე ვიყავი, ვინც ტრამპის გამარჯვება გამოიცნო.


--
კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
15.11.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები