ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პროზა
15 ნოემბერი, 2016


ვალი

გადარჩენის  შანსი  ერთი  პროცენტიაო,ექიმებმა და  მეორე–მესამე  დღისთვის,თითქოს შემზადებულები,რომ  ვინმე  იტყოდა– აღარ  არისო ,ვიდექით  სავაჭრო ცენტრის  თანამშრომლები  და  ვეწეოდით,მთელი დღე  ვეწეოდით და  ვდარდობდით კაცზე,რომელიც  ორმოც წელზე  ოდნავ მეტი  იქნებოდა  და  ორმოცდახუთზე  ნაკლები.
მის  მაღაზიას ერთი  კვირაა  ჩამოფარებული აქვს  ჟალუზები და შიგადაშიგ  გვიწევს  კლიენტების  მოგერიება,რომლებსაც  ერთი  და  იგიგივე  კითხვა  აწუხებთ: ,,ზაზა არ არის?,,

,,ზაზა არ არის,ავარიაში მოხვდა და  რეანიმაციაშია,,
,,კაი,რას  ამბობ,ტო.,,
,,სად?,,
,,კახეთში,,
,,საწყალი,ღმერთმა  გამოაჯანმრთელოს,,

......
ორშაბათ  დილით  ცოტა  დავაგვიანე და  ზაზას  მაღაზიის  წინ  ხალხი  დამხვდა შეყრილი.არც მიკითხავს არაფერი,მივხვდი,რომ იგი დაიღუპა.სიგარეტი  გავაძრე და  მოვუკიდე,მერე ისევ დიალოგები:

,,აქ  ასვენებენ?,,
,,არა,სოფელში,,
,,შვილს დაურეკეს?,,
,,არა,ვერ  უკავშირდებიან,,
,,სადაა?,,
,,მოსკოვში,,.

დილის  ურვა  მორჩა და ისევ  დავუბრუნდით საკუთარ მაღაზიებს.
ჟალუზები  გავხსენით.

ჩვეულებრივი  რიტმით  ვმუშაობდით.
ისევ  ვისხედით  ,,facebook,,-ზე და თუმცა  ხმადაბლა,მაინც  ვუსმენდით პაფსას.

შებინდებულზე,როცა  ოჯახებში  დავიწყეთ  რეკვა,რა გინდათ და  პასუხებად  მივიღეთ:

,,რძე,,
,,პამპერსი,,
,,პური,,

ერთმა კახელმა  ბიჭმა შემომიარა.

,,რა  ხდება ,აბა  ,ახალი,ვაჭრობ?,,

მე  წუწუნი არ მიყვარდა  და ვუპასუხე(შეიძლება  გაუკვირდა კიდეც)

,,კი,ვმუშაობთ,ღვთის  წყალობით,,
,,ჩემთან მოკვდა  სულ,,
,,ხან ასეა,ან ისე,,  –ვანუგეშე–,,რა გაგჭირვებია,აქეთ  რა  ქარმა  გადმოგაგდო?,,
(მოშორებით  მუშაობდა  ის)

,,ამან კაცო,,–შამაღონა–ზაზას  მაღაზიისკენ გაიშვირა  ხელი.
,,ხოო,ძალიან მეწყინა,,
,,მაიცა,შენც იცი?,,
,,ყველამ  იცის,,
,,მე არაფერი  არ მითქვამს არავისთვის  და...,,  –გაოგნდა.
,,საწყალი ,ახალგაზრდა  კაცი,,–ჩავილაპარაკე.
,,რას  ამბობ,ჯო?,,
,,ზაზაზე,რა ახალგაზრდა  დაიღუპა,,
,,დაიღუპა?,,  –შეიცხადა ხმამაღლა,მერე  გაჩუმდა  და ტუჩები ჩაიკვნიტა.
,,მეგონა  იცოდი,აბა  რაზე მეკითხებოდი?,,
,,რა  მოუვიდაა,ჯო?,,
,,აავარიაში მოხვდა,,

ერთხანს  იდგა და ხმა  არ ამოუღია,სიგარეტი ამოიღო,ისევ  გახედა  ჩამოფარებულ ჟალუზს და ჩაიბურტყუნა:

,,მე  კიდე  ვალზე  მოვადექი მაგ  უბედურს, ერთი  თვეა ყოველდღე  მპირდებოდა,ვაი დედასა,ფული მართებდა ჩემი, 100  დოლარი,,

ხელი ჩაიქნია,ადგა  და  წავიდა.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები