რა საოცარია, როცა ის მეთერთმეტე კლასში იყო, მე თავხედურად მოვწყვეტდი საშინაო დავალებებს და გავრბოდით ველზე,რომელიც ღამეში მწვანედ არ ჩანდა. არც სკოლის ფორმა,არც ჩანთა.... (არაფერი მსგავსი) ვისხედით ქვებზე, დაფარულით ქვიშით და ხავსით. მდინარის პირას პატარა კენჭებს ვაგროვებდი,რომ ღამით, როცა ფანჯრის მინებზე დავუშენდი,არ ჩამემტვრია. მივდევდით ბილიკს,გზად ნაძვებით,ათასმეტრიანს. ვქმნიდით მუსიკას და ჩემ ხელნაწერ ლექსებს მთვარის ქვეშ ვალაგებდით. მწამდა,არასდროს არ შეეძლო მას ჩემს გარეშე. და მერე სწავლა აიხირა დედაქალაქში! გული მიგრგძნობდა,დავკარგავდი მას და მის სითბოს, თავად ამბობდა: ,,გავიზარდო- უკვე დრო არის!,,. გაიშვიათდა წერილებიც ,მწერდა ზერელედ, და თითქოს ყელში დასახრჩობად ვიღაც მეკვეთა- რომ წიგნებს,წიგნებს კითხულობდა თურმე ბეკეტის, და ცინიკურად მთხოვდა ნახვას ალმოდოვარის ,,შეწყვეტილი ამბორის,, ...–ღმერთო!. საოცარიაა: სად მომისროლა,მორისონი, მისი პოეტი? რომელ კუთხეში შეიგულა ჩემი ადგილი? სად გადამალა ვარსკვლავები,ერთად დათვლილი, ჯმუხი მუხების ხეივანში ჩამოვარდნილი?.. წერილის ბოლოს მივხვდი მხოლოდ, რომ მიშორებდა, ,,ისევ წერ ლექსებს შე გიჟპოეტა?!,,.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მოგონება, რომელიც გვართობს და არსებობს ჩვენთან ერთად.. მოგონება, რომელიც გვართობს და არსებობს ჩვენთან ერთად..
4. გულგრილი და მკაცრი განაჩენია გამოტანილი. ტყვიაზე მეტად რომ კლავს კაცს ისეთი. შერცხვეს.
გულგრილი და მკაცრი განაჩენია გამოტანილი. ტყვიაზე მეტად რომ კლავს კაცს ისეთი. შერცხვეს.
3. განსაკუთრებით მიყვარს ბეკრტის "გოდოს მოლოდინში"
თუმცა ვერ ჩავწვდი ბოლომდე...ალბათ ცხოვრების (ან თუნდაც სიცოცხლის) ბოლოს მივხვდები...რას ველოდებით ადამიანები...მთელი არსებობის განმავლობაში უფლის იმედით,უფლის გზამდე თუ მივალთ...სიცოცხლიდან-სიკვდილამდე და გარდაცვალებამდე... თემატურად მრავალფეროვანი და ბევრის მთქმელი...
ლამაზია +5
განსაკუთრებით მიყვარს ბეკრტის "გოდოს მოლოდინში"
თუმცა ვერ ჩავწვდი ბოლომდე...ალბათ ცხოვრების (ან თუნდაც სიცოცხლის) ბოლოს მივხვდები...რას ველოდებით ადამიანები...მთელი არსებობის განმავლობაში უფლის იმედით,უფლის გზამდე თუ მივალთ...სიცოცხლიდან-სიკვდილამდე და გარდაცვალებამდე... თემატურად მრავალფეროვანი და ბევრის მთქმელი...
ლამაზია +5
1. საოცარი არ არის :)
"გიჟპოეტების" განაჩენია ეგ.
საოცარი არ არის :)
"გიჟპოეტების" განაჩენია ეგ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|