ნაწარმოებები



ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2016


ნაზამთრალი ლექსი

მეგობარს

ჩემს დამჭკნარ ყვავილებს (ჰერბარიუმს),
სხვადასხვა წიგნში რომ ვინახავ,
ფურცლებზე ზამთარი შეპარვიათ,
ფერები აღარ აქვთ ჯონათან.
ხელიდან მისხლტებიან ოცნებები
და თავს კარგად ყოფნას ვაჯერებ,
მე ზოგჯერ ასეთი მოჩვენებით,
ვაწებებ ხასიათის ნარჩენებს.
შენ ზოგჯერ ასეთი მოჩვენებით,
მიტან და განწყობას მიფერებ,
ქარი გამფანტავს, მოვედები,
სახლებს, ეზოებს და ფლიგელებს.
ქუჩებში დადიან ავსულები,
(მე ხალხის სიმშვიდე მაგიჟებს),
სხეულში სახლდებიან და სრულებით,
არავინ არაფერს არ იმჩნევს.
...............
ჩემი ოცნებების ჰერბარიუმს,
ახალი ფერებით მოვხატავ,
ჯონათან, ზამთარი ფერმკრთალია,
ხელი არ გამიშვა ჯონათან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები