ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 ნოემბერი, 2016


მხოლოდ მაშინ, როდესაც არ ხარ

მხოლოდ მაშინ,
როდესაც არ ხარ.
ცაში ტაატით ცურავს ფიფქები
და სახლში სანთლების ალი
ცეკვავს ტანგოს,
ჩრდილები, როგორც
ქარში ტოტები, მოძრაობენ,
სპექტაკლს ემსგავსება შენი ოთახი.
ყველა სურვილს ერთად ვერ აისრულებო,
გახსოვს, შობას
ფაიფურის მტრედებს ჩავუთქვით ნატვრები.
შემოუნახავთ მომავალ წლამდე
და ახლა სხედან თაროზე.
და მხოლოდ მაშინ, როდესაც არ ხარ.
სხვენზე იღვიძებენ მარიონეტები,
ძველი თოჯინები,
თმებს ივარცხნიან,
კაბებს იბერტყავენ,
ატმოსფეროს სინჯავენ,
წამწამების ფახურით.
და მხოლოდ მაშინ, როდესაც არ ხარ.
იკვეთებიან კედლები,
იღვრება ტიხარი
და გუშინდელზე ჩურჩულებენ,
როგორც აღსანიშნავ მოვლენებზე.
როიალიც იმ მელოდიას უკრავს,
დიდი ხანია რომ დაივიწყე.
მერე კი მოდიხარ, შენი რეალობით,
მძიმე ჩექმებით,
იღება კარი,
ირთვება შუქი,
ისევ სიჩუმე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები