ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2016


* * * (ვერ ნათქვამიც და...)

ვერ ნათქვამიც და უკვე ნათქვამიც,
ახლა ჩემივე სიტყვები მტკივა,
სინანულს თუმცა დრო არ აქვს ალბათ
და მაინც ზოგჯერ, იქნება გვიან....
თან როგორ ვთქვა და თან როგორ არ ვთქვა,
(სათქმელი თითქოს გამოგარიდე)
რა უნდა იყოს იმაზე მძიმე,
როცა 'გუშინ' სჯობს 'დღეს' და 'ხვალინდელს'
ახლაც იმდენად გაუფასურდა
მთელი სამყარო: ღამეც და დილაც,
რომ დგას მომენტი, ვგრძნობდე ვერაფერს
და მხოლოდ ჩემი სიტყვები მტკივა.

ლიკა ოხანაშვილი
26.11.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები