ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
27 ნოემბერი, 2016


1983 წელს საქართველოში ტერორისტების მიერ თვითმფრინავის გატაცემა და მძევლების დახოცვა არის ტერორისტული აქტი. არა - ტერორიზმს! არა - ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდებას!

1983 წელს საქართველოში ტერორისტების მიერ თვითმფრინავის გატაცემა და მძევლების დახოცვა არის ტერორისტული აქტი. არა  - ტერორიზმს!  არა - ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდებას!



1983 წელს საქართველოში ტერორისტების მიერ გატაცებული იქნა თვითმფრინავი, რის შედეგადაც დაიღუპა რამდენიმე ადამიანი.

დღეს, 2016 წელს,  შერაცხადი და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული საქართველოს ცალკეული მოქალაქეები ზეპირად, წერილობით და  გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ ცდილობენ გაამართლონ ტერორისტები, რითაც, ფაქტობრივად, ახდენენ ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდებას.

ტერორისტული საქმიანობის მხარდამჭერების საყურადღებოდ:

დღეს მდგომარეობით მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 330  პრიმა 1 მუხლის (”ტერორისტული საქმიანობის ან/და ტერორისტული ორგანიზაციის საჯაროდ მხარდაჭერა ან ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდება”) თანახმად:


ციტატის დასაწყისი:

1. ტერორისტული საქმიანობის ან/და ტერორისტული ორგანიზაციის ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მხარდაჭერა (გარდა ამ კოდექსის 331 პრიმა 1 მუხლით გათვალისწინებული ქმედებისა), თუ ეს ქმნის ტერორისტული საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ან ტერორისტული საქმიანობის განსახორციელებლად საქვეყნოდ ინფორმაციის გავრცელება, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ჩადენისაკენ პირდაპირ მოწოდებას, თუ ეს ქმნის ტერორისტული საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

ციტატის დასასრული.



ტერორისტული საქმიანობის მხარდამჭერების საყურადღებოდ:

შეგახსენებთ, არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელშიც თვითმფრინავში  გატაცება  არ ითვლება ტერორისტულ აქტად,  მიუხედავად იმისა, რას ჯანდაბას ითხოვენ ტერორისტი ბიჭები თუ გოგოები, სად უნდათ წასვლა, რას მოსწონთ ან არ მოსწონთ.

---
კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
27.11.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები