ნაწარმოებები



ავტორი: სალალო
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2016


აი, ასე

პასუხად კითხვებზე ჯერ კიდევ ტირეა,
რა ხდება ძალით და რა არის ნებითი,
სიტყვებში სიტკბოა,  თუ აჟიტირება-
გრძნობები საღია, თუ მოჩვენებითი..

სიმართლეს მოპარეს ნდობა და ტიტული
ფიქრები ვერ უძლებს გაშიფვრის  დილემას,
თვალები თბილია თუ გამოფიტული, -
ეჭვები ესევა ჩემს შთაბეჭდილებას..

თუმც ერთი კი ვიცი, მტკიცედ და მარტივად-
ბრძოლის ჟინს არ დათმობს სილაღის სახსრები,
პოზიტივს არა აქვს, მწამს, ალტერნატივა,
თუ ბედი დამცინის, მეც გავემასხრები..

თუნდ, ირგვლივ დაკიდონ ბურუსის ფარდები,
სხივები მე მაინც მომწვდება ცქრიალით,
რადგან ცივ აურას მზედ შევეფარდები,
გულწრფელი ღიმილის ზღვა პოტენციალით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს