ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2016


ტრაქტატი სიკვდილზე

ხომ ცივია და ულმობელი, ხომ გვეშინია...
არადა, როგორ საჭიროა, მოსალოდნელიც - ხომ თავისთავად...
მე კი ძალიან მეცოდება...
როგორია: მოფერება გინდოდეს და არ გიკარებდნენ;
ხელებს მოსახვევად იწვდენდე და უარგყოფდნენ;
კოცნიდე და თავს გარიდებდნენ...
ჰოდა, მეცოდება...
რა სიყვარული,
რისი სითბოს გამოვლინება...
არცკი ახსენებენ,
მასზე საერთოდ არ საუბრობენ,
არცკი ფიქრობენ...
არადა როგორ საჭიროა, გარდაუვალიც...
და ხანდახან სიკვდილი მე ის პატარა ბავშვი მგონია,
ოდესღაც მშობლიური სახლიდან რომ გამოაგდეს და
ახლა სითბოსა და სიყვარულს სხვაგან და სხვასთან ეძებს...
ეგაა, არავინ იკარებს,
არავის უყვარს,
არავინ უღებს სახლისა და გულის კარს ფართოდ...
და მეცოდება...
ოდესღაც ქუჩაში გამოგდებული პატარა მაწანწალა,
ჩამძონძილი ტანსაცმლით და ძალიან დიდი,
ცრემლიანი თვალებით,
სიყვარულის და სითბოს მაძებარი...
ჰო...
მას არავინ ელოდება,
არავის უყვარს,
არავინ პასუხობს ალერსზე ალერსით...
არადა, როგორ საჭიროა,
აუცილებელიც, რომ ადამიანებს ერთმანეთ დაგვაჭირვოს,
შეგვაყვაროს, გაგვათბობინოს,
რადგან არავინ,
დედამიწის ზურგზე არავინ ვიცით
როდის მოვა, როდის მოგვიკაკუნებს
სიყვარულის ეს ჩამოძონძილი მაძებარი,
ყველა მდიდარზე უფრო მდიდარი მაწანწალა:
იმდენი ვინმეს მფლობელია,
იმდენი რამის...
დრო მოვა,
ჩემს გულის კარზეც მოაკაკუნებს...
არ მეშინია...
მეცოდება...
არავის უყვარს...
ნეტავ მე მაინც მეყვარებოდეს.......................

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები