ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ლაშა ..
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2018


თეთრი ნაგაზი

მოხდი ძალიან ბევრი ზამთრის წინ,
ახლა ღამეებს მიყოლებით აღარ გავნაღმავთ.
მალე ბოლო თვე ჩამოივლის კართან, ამაყად,
გადაგეყრები ალბათ, არ ვიცი.
თუ გინდა, ფიფქებს მიუშვირე თეთრი ლავიწი!
ერთი სიზმრისთვის ვივლი კარდაკარ
და გათოშილი კიდეც გადავკრავ.
გუშინ მოთოვა.
შუა დღით თოვლზე ხელი დავიწვი.
თავი დუმილში გავავარჯიშე.
ვხვდები, ფოთლების კვარცხლბეკია გამშრალი მიწა
და უშენობას მარხვასავით მორჩილად ვიცავ.
არ გათენდება, მგონი, უჯიშო.
კვლავ მეზობლების ოთხფეხები. სძინავთ საერთოდ?
ეს კი - ნაკბენი ჩემი იდაყვი,
მოდი და თვითონ ნახე, გეთაყვა!
ნაპოვნი მზით და დაკარგული თავით გავერთოთ.
აქ, ვადაგასულ სიმღერებში, დავიდე ბინა
სულ არ შეცვლილა, არსად, მარცვლები
მაინც მეგონა, ასე გავძლებდი.
გადამიკიდეთ! -
ხუმრობაა, თუ ყველას სძინავს?
არა,
მეზობლის დიდი ნაგაზი?
იქნებ, მის თვალწინ გავანაფაზო.
ისევ ისეთი ზამთარია, როგორიც წინა
აღარ დარდობენ ჩვენთან ამაზე.
სიჩუმეები ჩუმად გვიტევენ,
არადა, მახსოვს, შეშლილივით, თვითონ რომ ვზრდიდი.
ხოლო ტკივილი, რაც დრო გადის, მხრებთან მაქვს დიდი,
როგორც მეგობრის ლურჯი სვიტერი.
და დღეებს ღაფავს ნოემბერი, არ გააბრაზო!
არ ვიცი გვიან,
არ ვიცი - ადრე,
ნაფეხურივით დარჩება კადრი -
მე.
ის ნაგაზი.
შენი სველი,
ყრუ სადარბაზო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები