ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2016


რა ვუყოთ?

რა ვუყოთ  ამდენ დანგრეულ საყდარს,
ამდენ ხვლიკს,ჯოჯოს,ამდენ ობობას,
რაც ჩვენი იყო და სხვისი გახდა
და რასაც აწი მტერი მოღობავს,
ან მომხვდურისგან წართმეულ ჩოხას,
ნაბადს,ხმალს,ხანჯალს,სიტყვას რა  ვუყოთ?-
გლეხს გადაჩვეულს  ბარვას და თოხნას,
ძმას,ძმას  რომ თხილი აღარ  გაუყო.

26.11.16

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები