ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
2 დეკემბერი, 2016


აჭარის ავტონომია არ უნდა გაუქმდეს!

აჭარის ავტონომია არ უნდა გაუქმდეს!


საქართველოში კვლავ ჯიუტად ითხოვენ აჭარის ავტონომიის გაუქმებას, ფაქტიურად, სამართლებრივ საფუძველს უქმნიან თურქეთის მიერ აჭარის მისთვის უკან დაბრუნების მოთხოვნას.

რუსეთსა და თურქეთს შორის დადებული 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად:

„თურქეთი თანახმა არის საქართველოს დაუთმოს სუვერენიტეტი ქალაქ ბათუმსა და ბათუმის პორტზე, და იმ ტერიტორიებზე... რომლებიც ბათუმის ოლქს შეადგენენ... იმ პირობით, რომ... ტერიტორიის მცხოვრებლები... ისარგებლებენ ფართო ავტონომიით ადმინისტრაციული თვალსაზრისით, რაც უზრუნველყოფს ყოველი თემისთვის მის კულტურულ და რელიგიურ უფლებებს.

ანუ, 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, აჭარა საქართველოს შემადგენლობაში იმყოფება მისი ავტონომიის პირობით, თუ გაუქმდება აჭარის ავტონომია,მაშინ აჭარა უკან უნდა დაუბრუნდეს თურქეთს.

1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის „ხელშეკრულებამ მეგობრობის შესახებ, ერთი მხრივ,  სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის, და მეორე მხრივ, თურქეთს, შორის, დადებული რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის მონაწილეობით“ ამიერკავკასიის რესპუბლიკებზე (სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაზე, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაზე და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაზე) განავრცო  1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულების დებულებები, კერძოდ, 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად:

„თურქეთი თანახმა არის საქართველოს დაუთმოს სიუზერენიტეტი ქალაქ ბათუმსა და ბათუმის პორტზე, და იმ ტერიტორიებზე... რომლებიც ბათუმის ოლქს შეადგენენ... იმ პირობით, რომ... ტერიტორიის მცხოვრებლები... ისარგებლებენ ფართო ავტონომიით ადმინისტრაციული თვალსაზრისით, რაც უზრუნველყოფს ყოველი თემისთვის მის კულტურულ და რელიგიურ უფლებებს“.

ანუ, 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, აჭარა საქართველოს შემადგენლობაში იმყოფება მისი ავტონომიის პირობით, თუ გაუქმდება აჭარის ავტონომია, მაშინ აჭარა უკან უნდა დაუბრუნდეს თურქეთს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს აჭარის ავტონომიის გაუქმება.

---
კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
1.12.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები