ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
3 დეკემბერი, 2016


შენს იქით გზაა

შენს იქით გზაა,გზა-ოცნების დასასრულისკენ,
რა უთავბოლოდ ავედევნე ბედის ხვიარებს,
სუნთქვას ვერ შევწყვეტ ვიდრე მკერდში შენით გული ძგერს,
მაგრამ შენ,მოსვლას ჩვეულებრივ კვლავ აგვიანებ,

არსად მიდიან თავკომბალა ლამპიონები,
დგანან მდუმარედ გზის ნაპირას,მგზავრებ ელიან,
ხო,შენით ისე მოიწამლა ჩემი გონება,
რომ მშვიდად ყოფნა,გაჩუმება არ მიწერია,

მაგრამ მე სისხლით მებრძოლი ვარ,პოეზიელი,
და დანებება ვერ ვისწავლე,სული კვლავ შემრჩა,
მე უშენობა მანადგურებს,თან მაძლიერებს,
და წარსულს მხოლოდ ამის გამოც არაფერს ვერჩი.

შენს იქით გზაა,გზა რომელიც არსად მიმიყვანს,
შენამდე გზებზეც უამრავი ცრემლი დავღვარე,
ბანალურია ჩვეულებრივ, ჩემი ლირიკაც,
სასიხარულო-დღემდე ბედმა რომ ვერ გაგვყარა.

შენს იქით გზაა,გზა-რომელიც არსად მიმიყვანს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები