ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2016


18 დ ე კ ე მ ბ რ ის ექსპრომტი

ჩამოიმუხლა  დეკემბერმა  დაღლილმა  მეტად,
რა  სიხარული,  რა  ტკივილი,რა  გაფარსება. 
ამდენი  დარდით  ხანდაზმულა,  მოხუცებულა,
მხრებზე  მოუჩანს  დროის  თეთრად  გაიაფება.

რა  არ  იწვნია,  რა  გადახდა,  რა  არ იღონა,
მაგრამ  ვერაფრით  ვერ  შეცვალა  ფერიცვალება,
წამწამებს  ქვემოთ ცრემლი  უჩანს  ბარე  ორი  თვე,
და  აცრემლდება  ზამთრის  დიდი  გარდაცვალება.

ჭიუხებიდან  დაიქუხებს  დიდი  ზვავობა
და  ბარისაკენ  თავშესაფრის  საძებრად  წავა.
მერე  რა,  აქ  რომ  მეორდება  ყველა  უკლებლივ,
გარდა  კაცთმოდგმის  და  ადამის  შთამომავლისა.

კატაკლიზმები,  კატასტროფა,  კიდევ  რა  ვიცი,
ვერ  ეგუება ჩვენს  აქ  ყოფნას,  რაღაც  გარდაქმნებს,
ჩვენს  დასამხობად,  აღსაკვეთად  და  გასაქრობად
ვიღაც  პირბასრი  ცელით ერთხელ, ხომ  მოდის  ჩვენთან
და  მერე...მერე...
სულიც  გარბის  გადასარჩენად...
რჩება  უცვლელად  ყველაფერი..შთამომავლობაც,
წარმომავლობა,  გენეტიკა,  ჩვეულებანი..
მცენარეები,  შენობები,  ერთი  ლებანი...
აი  ზამთარიც,  დგას  ზამთარი  თეთრი,  მხცოვანი,
როგორც  ბოგანო,  ძველი  წელის  ერთი  მსტოვარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები