ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2016


თ . ტიუტჩევი ,, შადრევანი”

თ. ტიუტჩევი

შადრევანი
- - -

ახედე, ზეცაში  ცოცხალი ღრუბელი
იკვრება, როდესაც ადის შადრევანი.
რარიგად ელვარებს, იპობა ცინცხალი
კვამლი და მზეში ჩანს  მისი შერხევანი.

სხივად აზიდული წამით აეახლა
სიმაღლეს,  რომელიც ნატვრად ესახება
და ისევ ქცეული ალისფერ მტვრად ახლა
დაეცა.  ჰხვდომია მიწად  დანარცხება.

ო,  ჭავლო  მედგარო, შენ,  ფიქრის მოკვდავის,
ო,  ჭავლო წყლისაო,  გამოულეველო,
რა კანონს დაფარულს მორჩილებ ნეტავი,
ასე რომ  გასწრაფებს, ასე რომ  მძლეველობს?

რა ხარბად ისწრაფვი ნიადაგ ზეცისკენ!
მაგრამ ბედისწერის ხელს როგორ დაღლი და
მაგ  სხივს შეუპოვარს დაგიმტვრევს და ნატკენ
შხეფებად გაფანტავს  იგი სიმაღლიდან.
1836

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Ф. И. Тютчев - Фонтан

Смотри, как облаком живым
Фонтан сияющий клубится;
Как пламенеет, как дробится
Его на солнце влажный дым.

Лучом поднявшись к небу, он
Коснулся высоты заветной –
И снова пылью огнецветной
Ниспасть на землю осужден.

О смертной мысли водомет,
О водомет неистощимый!
Какой закон непостижимый
Тебя стремит, тебя мятет?

Как жадно к небу рвешься ты!..
Но длань незримо-роковая
Твой луч упорный, преломляя,
Свергает в брызгах с высоты.

183

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები