ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
22 დეკემბერი, 2016


ტ ა ნ გ ო არ არის მხოლოდ ცეკვა..

თოვდა.
თოვდა ნელა, უხმაუროდ . სევდიანად.
  ფიფქები  ერმანეთს  ახლოახლო  მიჰყვებოდნენ,  თითქოს  ერთმანეთის  დაკარგვის  ეშინოდათ,
ზეცა  აღარსად  ჩანდა. მხოლოდ  თოვლისფერად  იყურებოდა  ზემოდან  სამყარო. მონატრება  ვიგრძენი  უნაპირო ცის  მოკაშკაშე  მზით.
მიწა  თეთრ  სამოსს  ისე  იმშვენებდა  და  ღელავდა  როგორც ქალწული  პატარძლი  ქორწილის  დღეს.
მივაბიჯებდი  გაუკვალავ  თოვლზე  და  ჩემი  ნაბიჯების  კვალს  ვტოვებდი.
მინდოდა  უკან  მიმეხედა  ჩემი  ნაკვალევისათვის,  იმის  გადასამოწმებლად,  თუ  რამდენად  სწორად  გავიარე  ცხოვრების  გზა, რადგან  პირველ  თოვლზე  ყოველთვის  ისეთ  კვალს  ტოვებ  როგორც  ნამდვილ  ცხოვრებაში  მიდიხარ.
ბევრჯერ  მინახავს ახალი ნაკვალევები  კონკრეტული  პირებისა,  რომელიც  ზუსტად  მათ  უსწორმასწორო  ცხოვრების  წესივით  მიხვეულ–მოხვეული  და  ულაზათოა.
ახლა  ის  დრო  დამდგარიყო  ვგრძნობდი  ეს  საკუთარ  თავზედაც  დამენახა,  გადამეზომა  სავარაუდო  წლების  შუალედებით  ყველა  შეფერხება  თავისი  შეცდომით.
შევჩერდი. თავი  დავხარე,  მძიმე  ფიქრები  შემომეხვივნენ  გარს  და  მოძრაობის  უნარი  წამართვეს.
უკან  მიხედების  მეშინოდა,  მეგონა  თოვლშერჩენილ  ჩემს  ნაფეხურებში  ჩემი  წარსული  წამოდგებოდა  ფეხზე  და  გამომეკიდებოდა  ჟრიამულითა  და  სიცილხარხარით,  იქ  დამაბრუბებდა,  საიდანაც  მოვდიოდი.
ნაბიჯს  ავუჩქარე.
მაინც  სევძელი  იმდენი  რომ მათ  გზა  ავუქციე. გამახსენდა  დედის  სიტყვები,  რომ  უკან  არასოდეს  მიიხედო  გზად  მიმავალმა,  იქ ყოველთვის  შიში  და  მოჩვენებაა  რომელთაც  შეიძლება შეგცვალონ  შენც  და  შეცვალონ  შენი  ცხოვრება  ტრაგიკულად.
გასავლელი  გზა  ყოველთვის  წინ  არის  და  ის  უფრო  მეტად  საინტერესოა  და  მნიშვნელოვანი, მით  უმეტეს  როცა  გზას  მარტო  მიყვებიო.
დარწმუნებულმა,  რო  ამ  გზაზე,  ჩემს  გარდა  სხვა  არავინ  ამ  ბილიკს არ  მოჰყვებოდა,  არც  მე  მგავდა ვინმე  იმდენად,  მტკიცე  ნაბიჯით  გავაგრძელე  გზა  წინისაკენ .
აცივდა.
საღამო  ჟამს  ვუახლოვდებოდი  და  გზის  დასასრულს  კი  ვერ  ვხედავდი,  იყო  ტრიალი  მინდორი  უსასრულო,  უკიდეგანო,  უნაპირო.
უცებ  შევჩერდი  და  ჩემს  თავს  ვკითხე :
სად  მიდის  ეს  გზა,?
  ვინ  დამაყენა  მასზე?
,  როდის და  რატომ,?
სადამდე  უნდა  მივიდე?
ან  სად  და რატომ  უნდა  შევჩერდე?
პასუხი  ვერ  გავიაზრე,  ვერაფერი  გავიხსენე,
ირგვლივ  თოვლი,  ზამთარი,  სიცივე,  მარტოობა  იყო  მხოლოდ,
ხელებში  ტკივილი  ვიგრძენი,  სიბნელის შემეშინდა,  თვალები  დავხუჭე  და  მივენდე. რას  მივენდე  არ  ვიცი.
არა  არა, კარგად  ვიცი  უფალს,  უფალს  მივენდე.
ადამიანი ფოლაქივითაა,
თუ  მოწყდა  ადგილს,  ან  ავა  მწვერვალზე,  ანდა  ყველაზე  ცუდ  ადგილზე  აღმოჩნდება,
მთავარი  გონებაა: მართვადი,  ან  მმართველი, მთელი  საიდუმლოება  მასშია,  რომელიც შედეგს  აჩვენებს.
ზოგი  მის  გამოყენებას  ადრე  იწყებს,  ზოგი  გვიან,  ზოგი  ვერ  ახერხებს ვერასოდეს.
ეჭვი  შემეპარა  კიდევ  რაღაცაში,  ცხოვრება  მხოლოდ  ფოლაქს  არ ჰგავს,  არა,  ის  ჰგავს  ტანგოს,  რომელშიც  მოძრაობაა  მთავარი.  შეჩერდები  და  ისიც  მთავრდებ.  ცხოვრებაც  ასეა.
ტანგოში  დღემდე ჩამალულა  ქალის  სურნელი,
ცდუნება,  ხიბლი,  ზემაღალი  საიდუმლოსი.
ასეთიივეა  ცხოვრებაც,  მასშიც  ყოველი  შემდგომი  წუთი,  დღე,  წელი, საათიც  ასეა.
ამაში  ნამდვილად  არ  ვცდები,  დავასკვენი, რომ  ცხოვრება  ტანგოს  ძალიან,  ძალიაან  ჰგავს,  ორივე  ძალიან  ლამაზია  ასევე, მიმზიდველი,  ხიბლით  სავსე,  სილამაზით,,  მშვენიერი  და  წარმტაცია,  სულამდე  აღწეს. გმართავს  და  მართავ.
იცეკვე  ტანგო  და  იცოდე  არსად  გაჩერდე,
თუკი  არა გსურს  რომ  დამთავრდეს
ის  რაც,  შენს  სხეულს  დღემდე  მართავს  და  მიწასთან
  არ  აახლოვებს
მე  ვცეკვავ  ტანგოს  და  არც  მინდა  გავჩერდე  წამით,
ვისვენებ  ღამით, ერთი  წამით, ჩემი  ცხოვრების  ბევრი  წამიდან,
აქ  მთავარია მოძრაობა,  მოქნილი  და  შესაბამისი,
მაგრამ  გულწრფელი,  ნაბიჯ–ნაბიჯ,  რომ  კონტროლდება 
ეს  სიცოცხლეა,  ეს  ტანგოა,  ეს  ცხოვრებაა,
ეს  მდინარეა  ცხელი მზის  ქვეშ  რომ  იარება, 
რამდენჯერ  იყო  შემაფერხეს  აქ,  ამ  ადგილს  რაღაც მიზეზით
გადავითალე  ..
ტანგო  და ქალის  სურნელია  აქ  ამ  სუსტ  გზაზე  და  არ  ვჩერდები  რადგან  ასე  მინდა  და  მომწონს...
უსასრულოდ ვიმეორებდი  ჩემი  გონების  ნაკარნახევ  ბწკარებს  გაუაზრებლად  ლექსივით  და  მივდიოდი,  მაინც  მივდიოდი  შეუჩერებლად.
დაღლას  ვერ  ვგრძნობდი,  მხოლოდ  მოუსვენრობა  მაწუხებდა  და  თოვლის  სითეთრე  მამშვიდებდა,
ვთქვი  სიმარტოვის  შემეშინდაო  და  ვიტყვი  რომ,  ეს  კარგი  ნიშანია  ჩემს  პრაკტიკაში,  რადგან,  როცა  საფრთხე  მემუქრება  წინასწარ  უშიშარი  განწყობა  მეუფლება  მუდამ  და  საფრთესაც  უკვე  მომზადებული  ვხვდები,  თავს  იოლად  ვაღწევ  მას,  გამოსავალი  სწრაფია  და  უკვე  მომზადებული  სიტუაციის  შესაბამისად.
ამ  ფიქრმაც  დამამშვიდა.
თოვლმა  ხრაშახრუში დაიწყო,  ნაბიჯებზე  გამომეხმაურა,  მომეწონა  ეს  ბუნების  თანადგომად  ჩავთვალე,  მერე  უცებ  დავფიქრდი  იქნებ  რაიმე  ისეთს  მამცნობს  სამყარო,  რაც  აქამდის  არ  ვიცი  მეთქი,  ვიფიქრე  და ცას  ავხედე, მეგონა  პასუხი  იქ  იქნებოდა..
  მივდიოდი  და თოვლის  ხმა  მართობდა,  ხეთა  ჯარი  წარმოვიდგინე  ახლოს  თოვლით  დაზვირთულტოტებიანი  ხეები,  უცნაურად  გალამაზებულები,  უცნაურად  მომხიბლველები  და  არაფრისმთქმელ  სიჩუმეში,  თუ  მოულოდნელობის  მომასწავლებელ  სიჩუმეში.
სხვა  ხმაურის  მოსმენა  არ  მინდოდა  ახლა  უკვე,  გარდა  თოვლზე  ნაბიჯების  მკვეთრი  და მონოტონური  ხმისა, მასში იყო  მთელი  სამყარო  და ფილოსოფია  ამჟამად  ჩემთვის  აქ  ჩადებული.
ბინდი  აზარტში  შედიოდა  და  გულში  იხუტებდა  თოვლის  სიკამკამესა  და  სიქათქათეს  თანდათან...
  ფოლაქი...
ტანგო...
ცხოვრება...
სიცოცხლე..
სპეტაკი  და  შეურყვნელი  თოვლის სიქათქათე...მისი  სუნთქვა  მესმოდა,  მას  კი  ჩემი....
თავისუფალი  სამყარო...
სიბნელე  და  სინათლე...
თოვლით  დაფარული  მინდორი...
და  მარტო  ადამიანი  მათთან...
ინტელექტუალური  შესაძლებლობების  უსუსურობა  და  აბსურდულობა...
სიცარიელე  თუ  სისავსე  სამყაროსი..
უამრავი კითხვა  პასუხგაუცემელი  და  უსასრულო  გზა  იყო  ირგვლიც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები