ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2016


დ ა მ ი ჯ ე რ ე ბ დ ე

შენს  ბაღში  უკვე , დავკრიფე  ვარდი,
ძვირფასი,  ისიც,  ალისფერ კაბით,
საინტერესო  იყო  სიცოცხლე,
სამყარო  ჩემი,  ვითარცა  თარბი.

შემოეძარცვა  სამოსი  ხეებს.
ფოთლები  სცვივა  სევდას  წარსულში,
მზე  მოწყენილი  მიიზლაზნება
და  დღე  მორჩილად  შედის  ფარდულში.

ახდია  ჭერი სრა სასახლეებს
გუმბათი  ცასაც შემოსცვეთია, 
დიდება  სადღაც  ნისლს  შეფარვია
წარსული  ისე  ფერმიხდილია
და სამოსელი  შემოძარცვია.

მაისმა  ბევრჯერ  დარცხვენით  ხენი
პატარძლებივით  მორთო, მოკაზმა,
და  ყველაფერი  სამყარომ  ფრთხილად
სიცოცხლით  მისხალ–მისხალ  მოსარნა.

წელიწადს  ჰქონდა  ოთხი  დრო  ჩემთვის
წარმოდგენაში მეხუთეს  ვდგამდი,
იქ  შენ,  ცხოვრების  მეგზურად  გთვლიდი,
და  მეც,  მართალი  ვიყავი  ცამდი.

ცა  ცისფერია  და  არა  ლურჯი,
ზღვა  ლურჯია  და  არა  ცისფერი,
ტყუილი  იყო,  მათში  მსგავსებაც,
და  მითიური  ძალაც  ცირცელის.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები