ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
13 დეკემბერი, 2016


ადვოკატ კახაბერ როდინაძის მიმართვა ადათ-წესების დამცველ პატრიოტ სვანებს (2016 წელს, სვანეთში, მესტიის კოშკების ფონზე, შიშველი კაცის ფოტოგრაფიის, ანუ პორნოგრაფიული გამოსახულების დამზადება-გავრცელებასთან დაკავშირებით)

ადვოკატ კახაბერ როდინაძის მიმართვა ადათ-წესების დამცველ პატრიოტ სვანებს

(2016 წელს, სვანეთში, მესტიის კოშკების ფონზე, შიშველი კაცის ფოტოგრაფიის, ანუ პორნოგრაფიული გამოსახულების დამზადება-გავრცელებასთან დაკავშირებით)


უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის (”პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება”) თანახმად:


”პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
...
შენიშვნა:
...
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით”.


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის (”პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება”) დანაწესის მიუხედავად, 2016 წელს, სვანეთში, მესტიის კოშკების ფონზე, საზოგადოებრივ ადგილას, სასტუმროს ვერანდაზე, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან, რომელიღაც შიშველ კაცს ფოტო გადაუღია, ანუ დაუმზადებია პორნოგრაფიული გამოსახულება (საზოგადოებრივ ადგილას, სასტუმროს ვერანდაზე, შიშველი ადამიანის ფოტო უნდა შეფასდეს როგორც პორნოგრაფიული გამოსახულება), და შემდეგ სოციალურ ქსელში (ფეისბუკში) განუთავსებია, ანუ გაუვრცელებია პორნოგრაფიული გამოსახულება, ანუ ჩაუდენია დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით (”პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება”).

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება გავაკეთოდ დასკვნა, ჩადენილი ყოფილა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით (”პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება”), ანუ საზოგადოებრივ ადგილას, სასტუმროს ვერანდაზე, პორნოგრაფიული გამოსახულების ჯერ დამზადება და შემდეგ გავრცელება, მაინც, ცალკეულ ლიბერალურ საინფორმაციო საშუალებებში აგორდა ისტერიკა, ოღონდ არა იმის გამო, რომ მოხდა საზოგადოებრივ ადგილას, სასტუმროს ვერანდაზე, პორნოგრაფიული გამოსახულების ჯერ დამზადება და შემდეგ გავრცელება, არამედ იმის გამო, რომ პორნოგრაფიული გამოსახულების დამზადება-გავრცელების შემდეგ რამდენიმე ადგილობრივი ადათ-წესების დამცველი პატრიოტი სვანი, მათ შორის ირაკლი ნარსავიძე, შეხვედრილა პორნოგრაფიული გამოსახულების დამამზადებელ-გამავრცელებელთან, და თითქოს ამ სვანებმა პორნოგრაფიული გამოსახულების დამამზადებელ-გამავრცელებელს ”ბოდიში მოახდევინეს”, ანუ თითქოს ადგილობრივმა ადათ-წესების დამცველმა პატრიოტმა სვანებმა პორნოგრაფიული გამოსახულების დამამზადებელ-გამავრცელებელის მიმართ ჩაიდინეს ”იძულება”, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 150-ე მუხლით (”იძულება”), რაც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან ინტერნეტში განთავსებული ვიდეო-ჩანაწერიდან აშკარა ხდება, რომ შიშველ ფოტოზე გამოსახულის მსგავსი (მ-ს-გ-ა-ვ-ს-ი) ადამიანი ბოდიშს საკუთარი ნებით იხდის, ყოველგვარი იძულების გარეშე, ანუ, ადგილობრივი ადათ-წესების დამცველი პატრიოტი სვანების, მათ შორის ირაკლი ნარსავიძის, მხრიდან არავითარ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.

ანუ, როგორც ვხედავთ, ცალკეული ლიბერალური საინფორმაციო საშუალებების ისტერიკა ადგილობრივი ადათ-წესების დამცველი პატრიოტი სვანების, მათ შორის ირაკლი ნარსავიძის, მიმართ სრულიად უსაფუძვლოა, სამაგიეროდ, ცალკეული ლიბერალური საინფორმაციო საშუალებების, აგრეთვე ცალკეული ფიზიკური პირების, მიერ ზემოთ აღნიშნული პორნოგრაფიული გამოსახულების დამამზადებელ-გამავრცელებელის, და მისი მხარდაჭერის ნიშნად, სხვა პირების პორნოგრაფიული ფოტოგრაფიების, ანუ პორნოგრაფიული გამოსახულებების დამზადება-გავრცელება, არის დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით (”პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება”), რისთვისაც ფიზიკური პირები ისჯენიან ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, ხოლო იურიდიული პირები ისჯებიან ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.


აღსანიშნავია, რომ    საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლში გამოყენებული ტერმინის ”პორნოგრაფიული ნაწარმოები” მნიშვნელობა განმარტებულია წიგნში ”სისხლის სამართლის კერძო ნაწილი” (წიგნი I, მეოთხე გამოცემა, ავტორები მზია ლეკვეიშვილი, ნონა თოდუა, გოჩა მამულაშვილი, გამოცემა ”მერიდიანი”, თბილისი 2011), კერძოდ, ავტორები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის კომენტირებისას (გვ. 657) აღნიშნავენ:


”პორნოგრაფიულად უნდა ჩაითვალოს ისეთი ნაწარმოები, მასალა ან სხვა საგანი, რომელიც აღძრავს არაჩანსაღ სექსუალურ-ეროტიკულ ინტერესს, სქესობრივი ჟინის გარყვნილ ფორმებში დაკმაყოფილების მოთხოვნილებას, იწვევს სქესობრივი ფუნქციის ამოწურვას. პორნოგრაფიული საგნების დამახასიათებელ თავისებურებად თვლიან იმას, რომ მათი შინაარსი სექსუალური ურთიერთობების ანატომიურ და ფიზიოლოგიურ დეტალებს (წვრილმანებს) უხეში ნატურალიზმით გამოხატავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამა თუ იმ მასალისა და საგნის პორნოგრაფიულად ჩასათვლელად საჭიროა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, ვინაიდან ხშირად პორნოგრაფიისა და ეროტიკული ხელოვნების გამიჯვნა საკმაოდ რთულია. ასეთ ექსპერტიზაში ჩართულ უნდა იქნენ ხელოვნებათმცოდნეები, ფსიქოლოგები, სექსოლოგები, ლიტერატურათმცოდნეები. დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება გამოიხატოს ალტერნატიული ხასიათის ისეთ მოქმედებებში, როგორიცაა: პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე სხვა საგნით ვაჭრობა, ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით. დისპოზიციაშია ხასგასმულია ჩამოთვლილ მოქმედებათა უკანონობა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ კანონის საფუძველზე პორნოგრაფიული საგნების დამზადება ან გავრცელება დაშვებულ უნდა იქნეს... მაგალითად, თანამედროვე სექსოლოგია  პორნო ვიდეოფილმებს იყენებს თერაპიული მიზნებისთვის ზოგიერთი სექსუალური მოშლილობის მკურნალობის დროს... პორნოგრაფიული საგნის დამზადება ნიშნავს ლიტერატურული, ფერწერული, ფოტოგრაფიული, ვიდეო და ა.შ. მასალის (პროდუქციის) შექმნას, ანდა უკვე შექმნილი ნაწარმოების გადაკეთებას, შევსებას... პორნოგრაფიული საგნის გავრცელება ნიშნავს მის გადაცემას სხვა პირებისთვის, ჩვენებას, გაჩუქებას, გაცვლას, პორნოგრაფიული შოუს ორგანიზებასა და ჩვენებას და ა.შ... პორნოგრაფიული საგნის შენახვას კანონმდებელი დასჯადად თვლის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ხდება გაყიდვის ან გავრცელების მიზნით. პირადი მოხმარება არ ისჯება. განსახილველ დანაშაულს ფორმალური შემადგენობა აქვს და ის დამთავრებულად ჩაითვლება კანონში მითითებული ერთ-ერთი მოქმედების ჩადენის მომენტიდან. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი”.


იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსებული გრანტიჭამია ე.წ. ”არა-სამთავრობო ორგანიზაციების”, ანუ ”უცხო ქვეყნის აგენტების” მიერ ლიბერალურ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აგორებული ისტერიკის გავლენით პროკურატურა უარს იტყვის პორნოგრაფიული გამოსახულებების დამზადება-გავრცელებაში დამნაშავე პირების სისხლის სამართლებრივ დევნაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით (”პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება”), მაშინ ასეთი შემთხვევისთვის არსებობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის (”საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმა ან ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება”) მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად:

”საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება, რაც გამოიხატება საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობით და იწვევს ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას (სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება), −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 200 ლარამდე ოდენობით”

ანუ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის (”საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმა ან ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება”) მე-2 ნაწილის თანახმად საზოგადოებრივ ადგილას, ხოლო სვანეთში, მესტიის კოშკების ფონზე, განლაგებული სასტუმროს ვერანდა არის საზოგადოებრივი ადგილი, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება, რაც გამოიხატა საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობაში, კერძოდ, სექსუალური ხასიათის ქცევაში, სრულ უხამს გაშიშვლებაში, და გამოიწვია ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნა, უნდა დაჯარიმდეს 100-დან 200 ლარამდე ოდენობის ჯარიმით.

პატივისცემით,

კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
13.12.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები