ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2009


გადამეჩვიე

ნუ მეუბნები,
რომ შენატრი იმ ძველ საუბარს,
და რომ ამ თმების
სიველურემ გაგაპოეტა,
გადამეჩვიე,
უჩემობას განა რა უშავს,
მალე იქცევა
ჩვეულებრივ საღამოებად.

ნუ მემდურები,
სიმარტოვის მე ვარ საპყარი,
და სულ სხვაგვარი
სუნთქვა უყვართ ამ გაზაფხულებს,
არ დავბრუნდები,
არსებობის ყველა საზღვარი,
დღეს სულერთია...
უშენოდ მაქვს გადალახული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები