ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2016


გამომარჩიე

როგორღა გავძლო იმის გარეშე,
რაც მაგრძნობინე და შემაჩვიე
და ჩემი სული ამდენ სულს შორის
შეიყვარე და გამოარჩიე.
რა იცი, იქნებ წვიმის შვილი ვარ,
ყელს მაბნევია ცივი წვეთები.
ან იქნებ სულაც ძველი შეშა ვარ,
ცხელ გულზე დარდს რომ შევეკეთები.
რა უცნაურად შევხვდით იმ ზამთარს,
მე გულში ჩაგწვდი...
შენ შემამჩნიე
და გზააბნეულ სევდათა შორის
საკუთარ ფიქრად გამომარჩიე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები