ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2016


გულში ვარსკვლავი მყავს

დრომ ყველაფერი თქვა,
გული გაიყო ასად
და გამითეთრდა თმა
ყველა ნამსხვრევის ფასად.
მაინც გავყევი გზას,
არ შევიმჩნიე შიში,
თუმცა, სულ ფიქრი მხრავს
და გაღიმებას მიშლის
გულწრფელად. მაგრამ მწამს,
რომ არ არსებობს დარდი,
გულში ვარსკვლავი მყავს,
რადგან შენ შეგიყვარდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები