ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2016


ი ა ს პ ი რ ო ზ ე (ექსპრომტი)

     
    ზ მ ა ნ ე ბ ა 
შენ  მომაწოდე, 
მზე,  ისევ  ხელში.
მე  ისევ,
მთვარე  შემოგთავაზე.

/././././././././././././././././././././././././././././

            ი ა ს პ ი რ ო ზ ე
ალუბალივით მადის  აღმძვრელი
და  მიმზიდველი  ხარ  ნეტარ  რატომ,
ალუბალი  მზეს,  სიწიფეს  შეჰყავს,
მე  კი  ეგ მზერა,  ბრიყვულად  მართობს.
დაზამთრდა,  მე  კი  მომნატრებია,
შენფერა  ხიბლით  სავსე  მაისი,
მღლის მოლოდინით  მწვანე  ლანდები
და  უშველებელ  სევდით  ავივსი.
ველი  ალუბლის  თეთრყვავილობას,
რად  ჩამისახლე  სულში  ნარცისი.
მაღიზიზანებს  მზის  სხივთა  ოღონდ,
ალუბლის  ტანზე  ურცხვი  ლაციცი,
მე  ბაღი  მომწონს,  ეგ  ბაღი  მხოლოდ,
მანდ  წარმადობას  არ  უჩანს  ბოლო,
შენ  რომ მოდიხარ,  როგორც  პირველად,
მეც  ძველებურად,  რომ  დაგიხვდები,
შენ  მოკრძალებით  მითბობ საუნჯეს,
მე  მიფერადებს  ღაწვებს  სირცხვილი,
ისე  როგორც  მზე,  სხივით  ალუბლებს.
გამაისდება,  ვფიქრობ,  სულ  მალე,
ალუბლებს სხივებს,  მზეც  არ მოაკლებს
მიყვარს  მოსმენა, მითხარ  ათასჯერ,
რომ,  ჩემს  სულს,  სხივით  უასპიროზებ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები