ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: საბავშვო
19 დეკემბერი, 2016


პირველი ლექსი ქალბატონ ელენეს

დილიდან მეორე დილამდე ვიზოგებ:
ამ ანცი გოგონას კიჭებს და კიკინას...
და გაგვყავს საწუთრო ჟრუანტელდავლილი მოლოდინით:
- შეხედე, ნიკაპზეც მიკბინა...
და ვითვლით ნაბიჯებს კარიდან
მეორე კარამდე
და უკან,
და ერთი კიკინას ნაცვლად დღეს
ორი გვაქვს და ვუკრავთ:
ტაშს, თუნდაც სულ არ იყოს
საჭირო,
მერე რა,
ცოტა გაუგებარ ენაზე "ვსაუბრობთ"
შინ ყველა...
დილიდან მეორე დილამდე
დრო გადის ელენეს თვალების
ციმციმით,
ხან ვცეკვავთ - ჩვენებურად ცხადია,
ხშირად კი - ხმამაღლა ვიცინით...
გვიყვარს: წიწილების ყურება ფანჯრიდან
და ფანჯრის მინაზე პაჭუა ცხვირ-პირის მიჭყლეტა
და ვდავობთ "და-და-და",
როდესაც ძამიკო გვაწვლებს
ანდა გვეძინება...
და ასე ვიზოგებ:
დილიდან მეორე დილამდე
ამ ციცქნა ფერიას სამყაროს,
თავიდან დაწყებულ ცხოვრებას:
ელენეს კიჭებით,
ელენეს თითებით,
ელენეს კიკინით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები