ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2016


მე აქ ვამთავრებ

მსხლის კენწეროდან თეთრ სიმშვიდეს ბეღურა ზვერავს,
თოვს,უთავბოლოდ,შეიმოსა თოვლით ზამთარი,
მე, მხოლოდ თოვლის და ქათქათა მთებისღა მჯერა,
და თუ სიცოცხლე უნდა მორჩეს მე აქ ვამთავრებ.

ცივა,სიცივე უმოწყალოდ სახსრებში მამტვრევს,
გაყინულ თითებს ავაყოლებ ფიფქების ჰანგებს,
თავისუფლება ვით არწივის პატარა მართვე,
საკუთარ ტყავში გამოვზარდე,ნაყოფი დავრგე

არდასაჭკნობი,სიკვდილი, რომ არ უწერია,
თაობებიდან-თაობებში,რომ მოგზაურობს,
მერე რა მოხდა ეს პლანეტა თუ კი ჭრელია,
ამ მთებს არ ესმით ქალაქების ფუჭი ხმაური.

მსხლის კენწეროდან თეთრ სიმშვიდეს ბეღურა ზვერავს,
თოვს,უთავბოლოდ,შეიმოსა თოვლით ზამთარი,
მე, მხოლოდ თოვლის და ქათქათა მთებისღა მჯერა,
და თუ სიცოცხლე უნდა მორჩეს მე აქ ვამთავრებ.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები