ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2016


საუბრები გამთენიისას


ისევ ღვივდება მთვარის
მარცვალი
და ღამის ორთქლი გააქვს
სამოვარს,
მე ვამბობ - ერთ დღეს ქოლგებს
დაწვავენ,
შენ ამბობ - წვიმა მაინც წამოვა.
შემდეგ კამათი ლაპარაკს მალავს,
ოთახში წყენა დგება ირიბი,
მე ვამბობ - გრანელს ჯობია გალა,
და შენ იგივეს ამბობ პირიქით.
ასე მივყვებით ფიქრის ობობებს
და იბლანდება მრავალი ჭორი,
შემდეგ შენ მიხსნი რა სხვაობაა,
ღმერთის და ნიცშეს სიკვდილებს შორის
და სულს მიბრუებს შენი ცხელი ხმა,
ჩურჩულით ყვები ამბებს, იგავებს,
მე კიდევ ვფიქრობ რა სულელი ხარ,
და შენ პირიქით ფიქრობ იმავეს.
ასე იხსნება ყველა
ნიღაბი,
ფანჯრიდან მოჩანს დილის
ბილიკი,
შემდეგ მე ვამბობ - „მე შენ
მიყვარხარს“
და შენ იგივეს სტყუი
პირიქით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები