ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: საბავშვო
25 დეკემბერი, 2016


ყველას, ზარმაცების გარდა!

უდაბნოში რადგან არ წვიმს
არ იზრდება თურმე ნაძვი,
თუმცა, იმ უდაბნოს არწივს
ეს ამბავი სულაც არ წყინს.

ხვლიკიც საქმიანად დარბის,
დრო არა აქვს მასაც დარდის,
თოვლის ნაცვლად - ფთილა ბამბის,
ნაძვის ნაცვლად - ბაობაბი!

ჟირაფი კი ჭრელი კაბით
დგას და ლამაზ თვალებს ნაბავს,
ხშირად იცის ხოლმე ასე -
თავს ზედმეტად დაიფასებს!

თუ ისევ დაპრუწავს ტუჩებს,
მოიწვევენ ალბათ აქლემს -
სილამაზეს არ უჩივის!
არც იწონის სხვაზე ნაკლებს!

სათამაშოს ის შეაბამს,
ფესვთან ხვლიკი დაყრის ბამბას.
არ დარჩებათ არც კენწერო,
არწივს დაუთმობენ წვეროს!

ალბათ ჟირაფს  არ სმენია
რომ ყველაფერს ხედავს სანტა,
ის ყველას დაასაჩუქრებს,
ყველას, ზარმაცების გარდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები