ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
28 დეკემბერი, 2016


საშობაო ფ ე რ ი ც ვ ა ლ ე ბ ა

სულ  ცოტა  ხანს  გამოანატა  მზემ,  სხივებს  სიცივის  შეეშინდა  და  მალე  შეიყუჟნენ  დედის მკერდქვეშ.
სიცივემ ადგილი  დაიბრუნა,  გამეფდა  ირგვლივ.
ბინდდებოდა,  დღის  სინათლე  ძალას  კარგავდა.
ლერერი  ბაღში  იჯდა  უძრავად  და  სიცოცხლის  ნიშანწყალი  აღარ  შერჩენოდა.
მას აღარაფერი  გააჩნდა მაღლა  შიშველი  ზეცის,  ფეხქვეშ  გამომშრალი, უხეში  და  ცივი  მიწის  და  გარშემო  ხეთა  გარემოცვისა.
სამივე მათგანი  მისკენ  მიბრუნებულიყო  თითქოს  და  უძრავად  შეჰყურებდა  მას.
აღარაფერი  აძლევდა  ძალას,  იმედიც  მიმქრალიყო  მის  გულში.
ამოიოხრა.
  ცოტაც  და  შობის  ბრწყინვალება  მოკირწყლავდა  სამყაროს  ოქროსფრად.
იჯდა  და  უძლებდა.
იტანდა  მძიმე  წუთების  სისასტიკეს  ლერერი.
გვერდზე  გადაიწია, ძალა  აღარ  ეყო  წონასწორობის  შესანარჩუნებლად. 
თვალები  მილულა, გულში  გაუელვა– ნეტავ  შობის  მობრძანებას  კიდევ  ერთხელ  შევეგებო  და  უფალს  მადლობას უკანასკნელად  შევწირავო.
ხე  აკავებდა  და  გადავარდნის  უფლებას  არ  აძლევდა.
თითქოს  ხელის  შეხება  იგრძნო  უცებ,  თვალები  გაახილა  შემცბარმა.
ცის  ნაპირი  გაბრწყინებულიყო ვარდისფერ  ოქროსფერ  მოცისპეროდ,  კეთილი  და  მორჩილი  სახით  იესო  იღიმოდა და  კვერთხით  სახავდა  სიტყვებს :
– მე  ვიშვი  და  ბედნიერება  მოგიტანე.
=პირჯვარი  გამოისახე  და  ინატრე,  რაც  გსურს, 
– შეახე  ხელი  მიწას,  შეხედე  მას – უმოძღვრა  უფალმა,
ლერერს  უნებურად  აღმოხდა  სიტყვები: 
იდიდე  და  იძლიერე  უფალო  და  დაუძლურებული  ლამის  დაეცა  მიწაზე,  შეეხო  და  ემთხვია  გაჭირვებით,  აღასრულა  უფლის  ნება  მაინც.
უცებ  ძალა  იგრძო და  წამოდგომა  სცადა,  ხელზე  რაღაც  ცივად  იგრძნო. დახედა  და  საოცრება,  მის ხელთან  იდო  ბრილიანტის  დიდი  ქვა  რომელიც  საოცრად  კაშკაშებდა.
ღმერთო  მიშველე,  რა  სილამაზეა–  აღმოხდა  ისევ  ლერერს.
–აიღე,  ის  შენია,  დაე  იცხოვრე  ბედნიერად,  რადგან  გწამს,  მოესმა  ჰაეროვანი  თბილი  ხმა  და  ინათა  კიდეც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები