ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
31 დეკემბერი, 2016


ერთიც ვცადოთ

ოთახი ქუჩის მხარეს, აივანი,
ლოგინი ანგრეული სანახევროდ.
ფიქრები ოთახიდან გაიყვანეთ...
ხვალიდან, ერთიც აღარ დამახვედროთ!

კორპუსი, სადარბაზო, სართულები,
სადგომი, გაჩერება, მანქანები.
თავისით არაფერი არ რთულდება...
ეშმაკის (როგორც წესი) მანქანებით.

ოთახი ეზოს მხარეს, კომპიუტერი,
ახალი-წელი-მოდი-ძველი-წადი.
ეშმაკის ხრიკებს აჰყვა ჩემი მტერი.
ჩვენ კი, ერთიც ვცადოთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები