ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2017


ჩ ე მ ო მ ე დ ა ვ ი თ ნ ე

და  ახლაც  ისევ ამეკვიატე.  ამეკვიატე  ისე  როგორაც,
ნამგალა  ფრთებით  მზის  სხივს  მერცხლები  და შავ  ზღვის  ტალღებს  თეთრი  თოლია.
აკვიატება  ჩემთვის  მტანჯველი, ფიქრზე  მაღალი და  მთაზე  დიდი,
სულში  მწვეთავი შხამი  და  ღვარძლი,  სხვისთვის  მარტივად  ჩანს  იოლია.
და  ახლა  ვიცით  ვარდის  სიმწიფეს,  ახლავს  უცილოდ  ფოთლების  ცვენა,
დარჩა  ფესვები,  მართლის  ღაღადი  და  ცაში ფრთების  ნარჩენით  ფრენა .
ცად  აჭრილ  ქარზე  ღრუბლები  გაწვნენ,  ფერად  მარღიათ  გულში  აქვთ  წყენა,
გაქრა  ოცნების  ფუჭი  ფარფატი  და  ჩუმი  დარდი  გულს  ბელჩად  ემჩნა.
ვით  შემოდგომას  ფოთოლთა  ცვენა,  ამ  ჩემს ცას  მიწა  მუდმივად  წველდა.
ჩვენი  ბრალია  ვამბობთ და  მელოტ დროს  მკერდზე  მძიმე  ჭრილობა  შერჩა,
ღამე  ღამობდა  იდგა  სიბნელე,  დღეები  ზანტად  თვლემდა  და  თვლემდა, 
ფერმიხდილ  ხეებს  აპრილის  შარმის,  რადგან  მისხალიც  არ  შერჩენია.
დარდი  მძვინვარე,  თავაწყვეტილი,  გარბის  ვითარც  დრო  მეუდაბნოვე,
კოშკებს  მკერდები  მოუღეღიათ  და  წლებს  მტკივნეულს  ხვნეშით  ითვლიან,
ქვა  არის  ქვაში,  ფიქრობებ  მათზე  და  გულქვა  დროზე  მოუწყენიათ,
ნისლნიც  დუმილით  იკრიფებიან,  ურვას  კი  ვერვის  ეუბნებიან,
ზოგს  მძიმედ  მიაქვს  მძიმე  ცხოვრება,  ზოგი  ქარივით  არის  ავყია,
ამეკვიატე  შენ  სამუდამოდ,  ისე  ვით  ქარი  ხეთა  რიგს,  მწკრივებს,
მაღონებ  როგორც  ციხის  ნანგრევი  და  ბევრი  დიდი  ნაქალაქარი,
მაგრამ  არა  მაქვს,  არც  ქვა  არც  კირი  და  მსგავსად  მათი  წარსულს  მივტირი,
ვდარდობ  ეს  ყოფა  ედემის  ბაღში,  რად  მაქვს  უმზეო  და  ასე  მწირი.
მიჭირს  წარსულში  გადაბიჯება,  დღე  ჟანგისფერი,  ნაცარ-ნახშირი.
ვხედავ  შენს  თვალწინ  ავიდგი  ენა,  ცხოვრებას    შენგან  ავუწყე  ფეხი.
შენ  დამიდექი  გზად  წინ  მიმავალს  შემომაბრუნე,  და  ჩემთვის  ტირი,
ამეკვიატე  და  არც  უბრალოდ,  გქონია  თურმე  ამის  მიზეზიც.
შორად  ისე  ვარ  ვით  ნარტოალი,  შენთან  ახლოს  კი  შავი  გიშერი.
სად  ვიყურები  ვდგევარ  დათვლილი  დღენით  და  ვეჭვობ შენც  რომ  მიშველი.
ლეგა  ღრუბლებმა  თქვეს  ვერ  ვიზრდები,  იკრიფებიან  გაღმაც  ნისლები.


/ : / : / : / : / : / : / : / : / : / : / : / : / : / : / : /


შენი  სახლის  აივანზე, 
მერცხლის  ბუდე  იყოს მუდამ,
მე და  შენი  გზების  ხურდა,
იყოს  როგორც  ეს  ღმერთს  სურდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები