ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
31 დეკემბერი, 2016


ა ხ ა ლ ო წ ე ლ ო

ბედნიერება  მოგვიტანე
ახალო  წელო,
ფერიებმა  შემომიხსნეს  კარი
საოცარი  სილამაზე ცეკვავს,
თვალწინ  მიდგა  საოცარი ზღაპრად
ნანახი და  იქ აღქმული  ნატვრა.
შემკობილნი  უსაოცრეს  ფერით
მილოცავენ  ახალი  წლის  მოსვლას
მავალებენ  ვერ  იხილეს  ვინაც 
მომელოცა  თქვენთვის მათივ  ნაცვლად
ო,  საოცართ  რევერანსით  თაყვან 
ცემას  უბრად  არ  ვაკლებდი  არცერთს,
მომისურვეს  ყოველივე  ზღაპრულ
და სიმღერა  ჰაეროვან  სიმთა 
გაიყოლეს  დამშვიდობებისას,
ახლა  თქვენთვის  დანატოვარ  სურვილთ
ფერიების  გადმოლოცვას  ვცდილობ
მშვიდობა  და  განმტკიცება  ქვეყნის,
მშობელ  ხალხის  სიყვარული  წრფელი,
წინაპართა  თავდადების  ფასი
დანატოვრის  ვაჯკაცურად  დაცვა
გქონდეთ  ყველას  ეს  ახალი  წელი
ბედის,  იღბლის  დაგნათოდეთ  ხომლი
ჯანმრთელობა,  ტანმრთელობა  ფრიად
გაგყვეთ  მხცოვან  სიბერემდე  მთელი,
ხვავითა და  ბარაქითაც  უხვად
ჯილდოდ  ჯილდოს იმეტებდეს  ღმერთი,
სილაღე  და  სილამაზე იყოს 
მუდმივ თქვენი  თანამდევი  კრებით,
სიმრავლე  და  სიხარული  ყოვლად
არასოდეს  მოგკლებოდეთ  არსად
დაგებედოთ  ყოველივე  კარგი,
ბედნიერებს  არა გქონდეთ  დარდი.
აგხდენოთ  ყველა  გულით  ნატვრა
და  სიხარულს არსად  ჰქონდეს ზღვარი.
თქვენს  ოჯახში  შემოედგას  ფეხი
ამ ახალ წელს  ბედნიერი  ბედით.
დაგებედოთ,
  დაგებედოთ  მხოლოდ
ბედნიერად  საუკუნო  წლები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები